დაფარეთ ნაკლოვანებები. რჩევები, როგორ იპოზიოროთ წარმატებული ფოტოს მისაღებად

0
114

ფოტოები გვეხმარება ისეთი სასიამოვნო მომენტების შენახვაში, როგორიცაა დაბადების დღე, ქორწილის დღე, ნათესავებთან შეკრება, მოგზაურობა, მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ. წლების შემდეგ ფოტოზე დახედვა საკმარისია, რომ ტკბილი მოგონებები გაიხსენოთ. ფოტოზე ლამაზი პოზის მიღება ყველას არ გამოსდის. საკუთარი ფოტო თითქმის არავის მოსწონს, რადგან მასზე სხვისთვის შეუმჩნეველ ნაკლოვანებებს ვხედავთ. პოზა, ღიმილი, ფონი შევარჩიეთ, მაგრამ კარგი ფოტო მაინც არ გამოდის. Paparazzi გიზიარებთ უნივერსალურ რჩევებს, როგორ იპოზიოროთ კამერის წინ ლამაზი ფოტოს გადასაღებად.

რჩევები ლამაზი ფოტოს გადასაღებად

  1. პირველ რიგში, ფოტოსესიის დაწყებამდე მოეშვით. სხეული მოადუნეთ, თავისუფლად იყავით. თქვენი დაძაბულობა ფოტოში აუცილებლად გამოჩნდება.
  2. კამერას პირდაპირ არ უყუროთ. ყველა ადამიანს ასიმეტრიული სახე აქვს და კამერაში პირდაპირ ყურებისას უფრო ასიმეტრიული ჩანს. გირჩევთ, რომ ოდნავ მოტრიალდეთ და უფრო საინტერესო პოზა მიიღოთ. ასე ნაკლოვანებების დამალვასაც შეძლებთ.
  3. ხელები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ იცით, სად წაიღოთ ხელები, ჩანთა ან რაიმე ნივთი დაიჭირეთ. შეგიძლიათ ხელები სახესთან მიიტანოთ ან დოინჯი შემოირტყათ.
  4. უფრო გულახდილი და საინტერესო პოზის მისაღებად მხრები ფოტოგრაფისკენ დახარეთ.
  5. ფეხები, როგორც ხელები, მნიშვნელოვანია. თუ არ იცით, როგორ დადგეთ ლამაზი კადრის მისაღებად, მუხლში მოხარეთ ფეხი, რომელიც ფოტოგრაფისკენ უფრო ახლოსაა.
  6. თავი წინ, უკან ან გვერდზე ოდნავ დახარეთ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ. თქვენი ყველაზე მომგებიანი მხარე იპოვეთ და გამოიყენეთ.

რაც მთავარია, ადამიანს ყველაზე მეტად ღიმილი ამშვენებს. მისი დახმარებით ნებისმიერი პოზა უკეთესი გახდება და ლამაზი ფოტო გამოვა.