ყოფილი მეუღლე. საოცარი ამბავი შემთხვევითი შეხვედრის შესახებ

0
15669

მე ირაკლი მქვია. ეს ამბავი ხუთი წლის წინ გადამხდა თავს. სამსახურიდან მივლინებაში გამგზავნეს. გამგზავრების დღეს ავტობუსის ბილეთი ვიყიდე და ქალაქში გასეირნება გადავწყვიტე. ჩემი ავტობუსის გასვლამდე კიდევ სამი საათი იყო დარჩენილი.

პარკში წავედი. გზაში შემთხვევით ჩემს ყოფილ მეუღლეს შევხვდი.მე და ნათია 12 წლის უკან დავშორდით ერთმანეთს. ამ წლების განმავლობაში ნათია დიდად არ შეცვლილიყო, მაგრამ რატომღაც ძალიან ფერმკრთალი იყო.ერთ დროს ნათია ძალიან მიყვარდა და ძალიან ვეჭვიანობდი მასზე. სწორედ ჩემი ეჭვიანობის ბრალი იყო, რომ მე და ნათია დავშორდით. განქორწინების შემდეგ ნათია სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ზუსტად არც კი ვიცოდი, რომელ ქალაქში.

და უცებ ასეთი მოულოდნელი შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ, მერე მე საათს დავხედე და მივხვდი, რომ სადგურზე წასვლის დრო იყო.მაგრამ ნათია ძალიან მთხოვდა, რომ მას ერთ ადგილას გავყოლოდი. ამბობდა, რომ ეს ძალიან სჭირდებოდა და ეს ძალიან ბევრ დროს არ წამართმევდა. ცოტა დავფიქრდი და დავთანხმდი.ჩვენ წავედით. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ძალიან ძველ, რაღაც უცნაურ შენობაში შევედით, მაგრამ მე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. უბრალოდ ძალიან გაოცებული ვიყავი ამ შეხვედრით.

ნათიამ უცებ ძალიან ყურადღებით შემომხედა და მითხრა:

  • რა უცნაურია. შენთან ცხოვრება არ შემეძლო, მაგრამ შენს გარეშეც ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს.

ნათიასთვის მინდოდა მეკითხა, რას გულისხმობდა, მაგრამ ის უცებ სადღაც გაუჩინარდა.უცებ მივხვდი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად ცარიელ და მიტოვებულ შენობაში დავდიოდით. შენობა უკვე ინგრეოდა, შპალერი ყველგან ამძვრალი იყო. ბევრ ოთახს ფანჯრებიც კი არ ჰქონდა. ბუნებრივია, ხალხიც არ იყო.

შენობიდან გამოვედი და საათს დავხედე. ასეც ვიცოდი, რომ ავტობუსზე უკვე დამაგვიანდებოდა. ის ერთი საათის წინ წავიდა. ახალი ბილეთის ყიდვა დამჭირდა.მოლარემ მითხრა, რომ ავტობუსი, რომლითაც უნდა წავსულიყავი, ავარიაში მოყვა. მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტობუსი მდინარეში გადავარდა. არავინ გადარჩა.სახლში დავბრუნდი, მაგრამ ის შემთხვევა ვერაფრით დავივიწყე. ერთი თვის შემდეგ ჩემს ყოფილ სიდედრთან მივედი. მან მითხრა, რომ ნათია ცხრა წლის წინ გარდაიცვალა. მისი არ მჯეროდა.

მე ხომ ნათია ერთი თვის წინ ვნახე და ველაპარაკე კიდეც! ჩემს სიდედრს არ დავუჯერე და ვთხოვე ნათიას საფლავთან მივეყვანე. სიდედრი მაშინვე დამთანხმდა.ორი საათის შემდეგ ჩემი ყოფილი მეუღლის საფლავთან ვიდექი, რომელიც ნამდვილად გარდაცვლილიყო მრავალი წლის წინ.მივხვდი, რომ მან მე გადამარჩინა. მესმის, რომ ეს ძალიან უცნაურად ჟღერს, უბრალოდ დაუჯერებელია, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა.არ შემიძლია დავივიწყო ის, რაც მოხდა. ძალიან ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ იქნებ ნათია ცოცხალი ყოფილიყო, თუ მე მასზე ასე არ ვიეჭვიანებდი და ჩვენ ერთმანეთს არ დავშორდებოდით.

რა სამწუხაროა, რომ არაფრის გამოსწორება აღარ შემიძლია… ჩემი საყვარელი ქალი ამქვეყნად აღარ არის.