გამოცდილი დიასახლისები დაფნის ფოთოლს არა მხოლოდ წვნიანს, არამედ სარეცხ მანქანას უმატებენ

0
2310

სახლში დაფნის ფოთოლი დიასახლისის შეუცვლელი დამხმარეა. ის იდეალური სანელებელია, სახლში ფულს იზიდავს, ასევე რეცხვისას გვეხმარება. რა საჭიროა დაფნის ფოთოლი რეცხვისას? Paparazzi საყოფაცხოვრებო სიბრძნეს გიზიარებთ.

დაფნის ფოთოლი სახლში – თანამედროვე დიასახლისისთვის რეცხვა სასიამოვნო საქმე გახდა. ყველას აქვს საიდუმლოებები, როგორ გარეცხოს თეთრეული იდეალურად. სინამდვილეში, პროფესიონალური საშუალებები საჭირო არაა. რამდენიმე დაფნის ფოთოლი საკმარისია. ამ ხრიკს უძველესი დროიდან იყენებენ. მასზე უარის თქმა არ ღირს. ალბათ, იცით, რომ რეგულარული რეცხვის შედეგად ნივთები უფერულდება. აღმოჩნდა, რომ დაფნის ფოთოლი ამ საქმეში დაგეხმარებათ. ქსოვილის ფერს უფრო კაშკაშას ხდის. ასეთი რეცხვის შემდეგ ტანსაცმელი განახლებულად გამოიყურება.

რეცხვა დაფნის ფოთლით – რა თქმა უნდა, დაფნის ფოთოლი სარეცხ მანქანას ასე უბრალოდ არ უნდა დაუმატოთ. მომზადება სჭირდება. ორი მეთოდი არსებობს. პირველ შემთხვევაში 10 დაფნის ფოთოლი და 4 ს/კ სოდა გჭირდებათ. ეს ყველაფერი პატარა და ძალიან მკვრივ ტომარაში ჩაყარეთ და სარეცხ მანქანაში ტანსაცმელთან ერთად მოათავსეთ. წყლის ტემპერატურა მინიმუმ 30 გრადუსი უნდა იყოს. მეორე მეთოდის შემთხვევაში 4 დაფნის ფოთოლი და 4 ს/კ სოდა ქვაბში მოათავსეთ. წყალი დაასხით და ქურაზე დადგით. ზუსტად 20 წუთით ხარშეთ, შემდეგ სითხე გააგრილეთ. ნახარში თეთრეულს დაასხით და რამდენიმე საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ამ მარტივი მოქმედებით ნივთებს ძველებურ ფერს დაუბრუნებთ. კვლავ კაშკაშა და განახლებული გახდება. როგორც ხედავთ, დაფნის ფოთოლი ნამდვილად შეუცვლელია.