მამაკაცი მთელი დღე თქვენზე იფიქრებს, თუ ჯადოსნურ გოგრის მურაბას გასინჯავს

0
170

გოგრის მურაბა სადღესასწაულო სუფრის ფავორიტი გახდება. ასეთი მურაბა იშვიათად გვხვდება, მაგრამ მისი გემო განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მინიმუმი ინგრედიენტები და ძალისხმევა საკმარისია, რომ შეუდარებელი დესერტი მიიღოთ. ცივ სეზონზე ჩაიზე მისაყოლებლად იდეალურია. მურაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ გოგრა, ფორთოხალი და შაქარი. რეცეპტი შეგიძლიათ ოდნავ შეცვალოთ. მაგალითად, ფორთოხალი ლიმონით ჩაანაცვლეთ ან თანაბრად დაუმატეთ. გარგარის ჩირი ზედმეტი არაა. ასე მურაბის გემო არ დაზარალდება.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ გოგრა
  • 800 გ შაქარი
  • 2 ფორთოხალი
  • 1 ლიმონი (სურვილისამებრ)
  • გარგარის ჩირი (სურვილისამებრ)

გოგრა მურაბისთვის ყურადღებით შეარჩიეთ. პატარა ნაჭრებად უნდა დაჭრათ, ამიტომ შესაფერისი სახეობა შეიძინეთ. გოგრა ტკბილი და ოდნავ მაგარი უნდა იყოს, რომ ხარშვისას ფაფა არ გახდეს. არ იყიდოთ გოგრა, თუ ხედავთ, რომ გარეგნული დაზიანება აქვს.

მომზადების წესი:

  1. გოგრა კარგად გარეცხეთ და ნაჭრებად დაჭერით. ქერქი მოაშორეთ, რომ პატარა ნაჭრებად მოხერხებულად დაჭრათ. შესაფერისი სქელძირიანი ქვაბი მოძებნეთ. ეს აუცილებელია, რომ მურაბა არ დაიწვას.
  2. გოგრა ქვაბს დაუმატეთ და შაქარი მოაყარეთ. ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ გოგრას წვენი გამოუვიდეს. ამ დროში ფორთოხალი და ლიმონი დაჭერით, თუ ციტრუსის ნარევს აკეთებთ. გათლა საჭირო არაა. უბრალოდ კარგად გარეცხეთ და დაჭერით.
  3. ფორთოხლის ნაჭრები გოგრას დაუმატეთ. სუსტ ცეცხლზე მურაბის მომზადება დაიწყეთ. აურიეთ, რომ შაქარი გადნეს. მურაბა ადუღებიდან 30 წუთით ხარშეთ. ცეცხლს არ აუწიოთ, რომ გოგრის მურაბა არ დაიწვას.
  4. სტერილური ქილები მოამზადეთ. მზა მურაბა მინის ქილებში ფრთხილად ჩაასხით და მოხუფეთ. გრილ ბნელ ადგილას გააჩერეთ, შემდეგ დააგემოვნეთ.

როგორც ხედავთ, მარტივი რეცეპტია. დამწყები დიასახლისი ან ბავშვიც გაუმკლავდება. სიტყვაზე, ასეთი დესერტი შვილებთან ერთად ჰელოუინზე შეგეძლოთ მოგემზადებინათ. მერე რა, რომ დღესასწაულმა ჩაიარა. მთავარია, რომ დრო მხიარულად გაატაროთ. კულინარიული შრომისთვის ჯილდოდ გემრიელ გოგრის მურაბას მიიღებთ.