ჩუსტების გარეცხვის წესი დიასახლისისგან, რომელსაც სულ სტუმრები ჰყავს

0
1711

არსებობს მოსაზრება, რომ სახლის ჩუსტების სარეცხ მანქანაში გარეცხვა არ შეიძლება. Paparazzi გიამბობთ, ასეა თუ არა სინამდვილეში. გაიგებთ, როგორ გარეცხოთ ჩუსტები ისე, რომ ფორმა არ დაკარგოს. ამ მიზნით მარტივი მეთოდების გამოყენებას გთავაზობთ. ასე ოთახის ფეხსაცმელი განახლდება. არანაირი ჭუჭყი, მხოლოდ სასიამოვნო არომატი და ლამაზი გარეგნობა!

როგორ გავრეცხოთ ჩუსტები: ერთგული მეთოდები

ხელით რეცხვა – ყველაზე უსაფრთხო მეთოდი ჩუსტების გასარეცხად. სპეციალური ხსნარი მოამზადეთ. თბილი წყალი და 1 ს/კ სოდა აურიეთ. 2 ს/კ სარეცხი საშუალება და ამდენივე წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. მზა ხსნარში ჩუსტები ჩადეთ და 20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ რეცხვაზე გადადით. მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ჩუსტებს გაწმენდს. 5 ლ თბილ წყალში 25 გ საბავშვო ან სარეცხი საპონი გახსენით. მიღებულ ნარევში 20 წუთით გააჩერეთ. სპეციალური ჯაგრისით ან ჩვეულებრივი პემზით გახეხეთ. წყალი გადაავლეთ და გააშრეთ.

სარეცხ მანქანაში – ნაჭრის ჩუსტები არა მხოლოდ ხელით შეგიძლიათ გარეცხოთ. თუ ფეხსაცმელს დეკორატიული ელემენტები არ აქვს, სარეცხი მანქანა გამოიყენეთ. მთავარია, მნიშვნელოვანი ნიუანსები დაიმახსოვროთ. ჩუსტები სპეციალურ ტომარაში ჩადეთ. ასე დეფორმაციას თავიდან აიცილებთ. საჭირო განყოფილებაში სარეცხი გელი ჩაასხით. ფხვნილის გამოყენებას არ გირჩევთ. დელიკატური რეჟიმი ჩართეთ. 30 გრადუსი დააყენეთ. გაწურვის რეჟიმი გამორთეთ და რეცხვის ციკლი ჩართეთ.

როგორ განვაახლოთ ჩუსტები – სამწუხაროდ, ზოგჯერ რეცხვაც ვერ აქრობს უსიამოვნო სუნს, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს. პრობლემის გასაქრობად ერთ–ერთი ქვემოთ მოცემული მეთოდი გამოიყენეთ:

  1. ჩუსტები დაასველეთ, შემდეგ დახვეული გაზეთით ან ქაღალდით გაავსეთ. 2–3 საათით გააჩერეთ. შემდეგ ფეხსაცმელი გაამშრალეთ.
  2. ჩუსტებში სოდა ჩაყარეთ და 30 წუთით გააჩერეთ. ოთახის ფეხსაცმელი კარგად გაწმინდეთ.
  3. სახლის ჩუსტები მშრალი დეოდორანტით დაამუშავეთ.
  4. ბამბის დისკი ანტისეპტიკურ საშუალებაში დაასველეთ. ჩუსტები შიგნიდან გაწმინდეთ.

აღსანიშნავია, რომ ოთახის ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში რეცხვა დაშვებულია მხოლოდ თხელძირიანი ნაჭრის მოდელის შემთხვევაში. ტყავის ან ბეწვით მორთული ჩუსტები ხელით უნდა გარეცხოთ.