ყვავილის წყლით გავსება ვიცი, შემიძლია და ვაკეთებ. ჩემს სახლში მსგავსი ბედი არა ერთ მცენარეს ეწია. კარგია, თუ მის გადარჩენას ვახერხებ. უარესია, როცა მიწაში ფრთოსანი მწერების მთელი კოლონია ჩნდება. ბოლოფეხიანების მოსაშორებლად მტრის დეტალურად შესწავლა მომიწია.
რა თქმა უნდა, ბოლოფეხიანის გამოჩენა უსიამოვნო მოვლენაა, მაგრამ ძალიან ხანმოკლე. განსაკუთრებით მაშინ, თუ დროულად მიხედავთ და ზომებს მიიღებთ. ამ მწერებისგან ნებისმიერი მცენარე იტანჯება. ისინიც, რომელთაც ტენიანობა უყვართ. ხრიკი კარტოფილით დაიმახსოვრეთ, ასევე მეზობლებს გაუზიარეთ.
როგორ მოვიშოროთ ბოლოფეხიანი სახლში: ხრიკი კარტოფილით – რა თქმა უნდა, მწერი ქოთანში სხვადასხვა ქიმიის გამოყენებით შეგიძლიათ მოიშოროთ, მაგრამ ასე მცენარეც შეიძლება დაზიანდეს, თან მავნე ნივთიერებების შესუნთქვა მოგიწევთ. ეშმაკურად მოიქეცით. კარტოფილი აიღეთ და შუაზე გაჭერით. ნახევარი კარტოფილი გადანაჭერით ზემოთ მიწაში ჩადეთ. მთელი ღამე გააჩერეთ.
გაოცდებით, მაგრამ მწერების უმეტესობა კარტოფილის წებოვან გადანაჭერზე დასახლდება და მიეკვრება. ისღა დაგრჩენიათ, რომ მწერები ამოიღოთ, ხოლო კარტოფილზე ახალი გადანაჭერი გააკეთოთ. იმპროვიზებული ხაფანგი ახალი მსხვერპლისთვის ადგილზე დააბრუნეთ.
ამ მექანიკური მეთოდით ბოლოფეხიანებს მარტივად, ეფექტურად და უსაფრთხოდ მოიშორებთ. მსგავსი ხაფანგი ყველა ქოთანში შეგიძლიათ ჩააწყოთ, სადაც მწერებია დასახლებული. უკვე 1 დღეში ფრთოსანი მავნებლის კვალი არ დარჩება.