ეფექტური რჩევები, როგორ შეინახოთ ლიმონი მაცივარში სწორად

0
585

შავი ჩაი ლიმნით ჩემს ოჯახში ძალიან უყვართ. ეს პროდუქტი სასმელს ციტრუსის არომატს და სასარგებლო თვისებებს აძლევს. ცნობილია, რომ ლიმონი C ვიტამინის და ანტიოქსიდანტების საწყობია. როგორ შევინახოთ ლიმონი სწორად, რომ დროზე ადრე არ გადააგდოთ? ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ლიმონი მაცივარშიც ხმება, ლპება, ზოგჯერ ობით იფარება. ამ სასარგებლო პროდუქტის გადაყრა უსიამოვნოა. Paparazzi გიამბობთ, როგორ და სად შეინახოთ ლიმონი, რომ ყოველთვის ახალი დარჩეს.

ლიმონის სწორად შენახვა სახლში – ლიმონი კარგად გარეცხეთ და ულუფებად დაჭერით. ლიმონის ნაჭრები ყინულის ფორმაში მოათავსეთ და წყალი დაასხით. საყინულეში შეინახეთ და გაყინვას დაელოდეთ. ლიმონის გარდა ახალი პიტნა ან ბარამბო შეგიძლიათ დაუმატოთ. ასე ჩაი უფრო გემრიელი გახდება.

ლიმონის მაცივარში შენახვის მარტივი მეთოდია! ყინულის კუბებით ძალიან ცხელი ჩაი შეგიძლიათ გააგრილოთ. თუ გამაგრილებელი საზაფხულო სასმელი გსურთ, რამდენიმე კუბი ლიმნით ჭიქა ჩვეულებრივ ან გაზიან წყალში ჩადეთ, სხვა ინგრედიენტები გემოვნებით დაუმატეთ და ისიამოვნეთ!

ლიმონის ნაჭრების დიდხანს შესანახად სხვა მეთოდიც არსებობს. ქილაში ჩააწყვეთ და შაქარი აურიეთ. ქილები მოხუფეთ და მაცივარში შეინახეთ. ყოველთვის, როცა ფინჯან ცხელ ჩაის ლიმნით ისურვებთ, ერთი ან რამდენიმე ნაჭერი ამოიღეთ. ამაზე მარტივი არაფერია!