ნათესავები ორი კვირით ჩამოვიდნენ, მაგრამ უკვე სამი თვეა ჩვენთან ცხოვრობენ

1563

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ნათესავებზე საუბრობს.მე და დედაჩემი ერთად ვცხოვრობთ. ინსტიტუტი ახლახან დავამთავრე და მუშაობა დავიწყე. მამაჩემს დედაჩემი დიდი ხნის წინ გაშორდა, მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი.ცოტა ხნის წინ, ჩვენთან სტუმრად დედაჩემის და ჩამოვიდა, თავის ქალიშვილთან ერთად. ლელა დეიდამ გვითხრა, რომ თავის მეუღლეს ეჩხუბა და ორი კვირით სადმე დარჩენა სჭირდებოდა. მე და დედაჩემი დავთანხმდით.

ლელა დეიდა ყოველდღე გვიყვებოდა იმას, თუ როგორი საშინელი ქმარი ჰყავდა. ის თურმე სვამს, მცირე შემოსავალი აქვს, მას სცემს. ჩვენ ის ძალიან გვეცოდებოდა.დეიდა და მისი ქალიშვილი ჩვენთან მთელი ერთი თვის მანძილზე დარჩნენ და წასვლას არ აპირებდნენ. მე და დედას გვეუხერხულება მათი გაგდება.ცოტა ხნის წინ დედაჩემისგან ფული ისესხეს და თავიანთი გარდერობი განაახლეს. ამ ერთი თვის მანძილზე ერთხელაც კი არ უყიდით სურსათი. მეორე თვეა მე და დედაჩემი ვინახავთ.

შემდეგ მოთმინება აღარ მეყო და დეიდას გაკვრით ვუთხარი, რომ სამსახური უნდა მოეძებნა. მან მიპასუხა, რომ სამსახური არ არის. მე კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ასე არ არის. დეიდას არც კი უცდია სამსახურის ძებნა.ორი კვირის შემდეგ გავიგეთ, რომ ეკა, ლელა დეიდას ქალიშვილი, ინსტიტუტში ჩაბარებას ჩვენს ქალაქში აპირებდა. ეს ამბავი არც მე და არც დედაჩემს არ გაგვხარებია.ჩვენ მივხვდით, რომ დეიდაჩემი და მისი ქალიშვილი კიდევ დიდხანს აპირებდნენ ჩვენთან ცხოვრებას. ისინი ჩვენი პროდუქტებით იკვებებიან, ფული უკვე ძალიან ცოტა გვაქვს. სიმართლე გითხრათ, არც მე და არც დედაჩემს ძალა აღარ გვაქვს.

დეიდაჩემი და მისი ქალიშვილი ორი კვირით მოვიდნენ და უკვე სამი თვეა ჩვენთან ცხოვრობენ. ვეღარ მოვითმინე და დეიდაჩემს ვუთხარი, რომ მათი გამგზავრების დრო იყო. ლელა დეიდამ ტირილი დაიწყო, ამბობდა, რომ წასასვლელი აღარსად ჰქონდა.ორი დღის შემდეგ სამსახურში მოეწყო – ახლა მაღაზიაში მუშაობს გამყიდველად. ის ჩვენგან არსად წასვლას არ აპირებს.როგორ ვიცხოვრებთ მასთან ერთად მომავალში, უბრალოდ არ ვიცი.ნუთუ ლელა დეიდა ვერ ხვდება, რომ უკვე დიდი ხანია მისი წასვლის დროა?

სინდისი ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს. მე და დედაჩემს ზრდილობა საშუალებას არ გვაძლევს, რომ ლელა დეიდა და ეკა სახლიდან გავაგდოთ. ისინი ხომ ზრდასრული ადამიანები არიან, თავად უნდა ესმოდეთ ყველაფერი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს