გაუგებარია, რატომ აკეთებს ჩემი დედამთილი ისე, როგორც მას უნდა? რატომ არ მეკითხება არასოდეს

0
2245

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.როდესაც კოტეს ცოლად გავყევი, ბედნიერებისაგან მეშვიდე ცაზე ვიყავი. მე და კოტემ შევძელით იპოთეკით ბინის ყიდვა და ნელ-ნელა მოვეწყვეთ. ორი წლის შემდეგ დაფეხმძიმდი. მე და კოტეს ძალიან გვიხაროდა.

ორსულობა ძალიან რთულად მიმდინარეობდა. ბევრჯერ დამაწვინეს საავადმყოფოში ნაყოფის შესანარჩუნებლად. მშობიარობიდან ერთი თვით ადრე ექიმებმა ისევ საავადმყოფოში დამაწვინეს.ვცდილობდი, ექიმების ყველა რეკომენდაცია შემესრულებინა – ოღონდ ბავშვისთვის არ მევნო და ყველაფერს კარგად ჩაევლო.

მშობიარობამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, როდესაც ჩემთან ჩემი დედამთილი მოვიდა. ლეპტოპი მოიტანა და სურათებს მაჩვენებდა. სს მის მიერ ჩვენს საძინებელში გაკეთებული რემონტის ფოტოები იყო. ჩემი თანხმობის გარეშე დედამთილმა ჩვენი საძინებელი ოთახი საბავშვო ოთახად აქცია. ეს რომ ვნახე, უბრალოდ შოკში ვიყავი.

  • რატომ გააკეთეთ ეს ყველაფერი? ვინ გთხოვათ? მე რატომ არ მკითხეთ? მე არ ვაპირებდი იქ საბავშვო ოთახის გაკეთებას! ეს ჩვენი საძინებელი უნდა ყოფილიყო!

ისე ავნერვიულდი, რომ მშობიარობა ერთი კვირით ადრე დამეწყო. სამშობიარო პალატაში გადამიყვანეს. ჩემი დედამთილი ამ დროს ჩემს გვერდით იყო და ცდილობდა აეხსნა, რომ მას სიკეთის გაკეთება უნდოდა, უნდოდა, რომ შვილიშვილს საკუთარი ოთახი ჰქონოდა.მე ძალიან მტკიოდა და კიდევ დედამთილიც გადამეკიდა თავისი ბოდიშებით. კიდევ კარგი, რომ ექიმებმა ბოლომდე არ შემოუშვეს.დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოვახერხე გოგონას გაჩენა.

ძალიან ბედნიერი ვიყავი! მოუთმენლად ველოდი გაწერის დღეს. მინდოდა სახლში რაც შეიძლება მალე წავსულიყავი.ჩემმა ქმარმა ამიხსნა, რომ ჩემი დედამთილი ყოველთვის ქალიშვილზე ოცნებობდა, მაგრამ მას ორი ვაჟი შეეძინა. ამიტომაც მოინდომა ჩემთვის სიურპრიზის გაკეთება: საბავშვო ოთახის მოწყობა თავისი მომავალი შვილიშვილისთვის. თურმე ამისთვის ბანკის სესხიც კი აიღო. მაგრამ, ხომ იყო საჭირო ამის ჩემთან შეთანხმება?დადგა დიდი ხნის ნანატრი გაწერის დღე.

სამშობიაროში ჩემი ქმარი მოვიდა ჩემს წასაყვანად. სახლში მოვდიოდი და ვფიქრობდი, რომ ახლა კარგად ვიბანავებდი და დავიძინებდი.ბინაში რომ შევედით, გაოცებისაგან ზღურბლზე გავიყინე. ჩვენი ბინა სტუმრებით იყო სავსე. სტუმრები თურმე ჩემმა დედამთილმა მოიწვია. საჭმელს ორი დღე ამზადებდა და მდიდრული სუფრა გაეშალა.სტუმრებმა რომ დამინახეს, ჩემკენ გამოიქცნენ. მილოცავდნენ და ბავშვისთვის საჩუქრებს მჩუქნიდნენ.

მე ფეხზე ძლივს ვიდექი და მხოლოდ აბაზანაზე და დასვენებაზე ვოცნებობდი, აქ კი უამრავი სტუმარი იყო, რომლებიც ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემმა დედამთილმა დაპატიჟა.ავტირდი და სააბაზანოში შევედი. მერე საბავშვო ოთახში ჩავიკეტე და მთელი დღე არ გამოვსულვარ.როგორ მომბეზრდა ის, რომ ჩემი დედამთილი აკეთებს მხოლოდ იმას, რაც მას თავად უნდა! როდის მკითხავს რჩევას მანამდე, სანამ რაიმეს გააკეთებს?