სანთლით რიტუალები, რომ სახლის ენერგეტიკა გაწმინდოთ და ბედნიერება მოიზიდოთ

648

სანთელი სახლში შეუცვლელი დამხმარეა, რომელსაც ორმაგი სარგებელი აქვს. გსმენიათ სანთლებით რიტუალების შესახებ? მაგალითად, ეკლესიაში სანთლებს ტყუილად კი არ ანთებენ. უბრალოდ მათ განსაკუთრებული ძალა აქვთ, რომლის შესახებ Paparazzi გიამბობთ.

სანთლებით რიტუალები – უბრალო სანთლის გამოყენებით სახლისა და ოჯახისთვის ბევრი სასარგებლო რამ შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად, სახლი ნეგატიური ენერგეტიკისგან გაწმინდოთ. ის, როგორც არ უნდა შეეწინააღმდეგოთ, ბინაში მაინც ხვდება. მაგალითად, როცა სტუმრები საკუთარი პრობლემებით და განცდებით მოდიან. ადრე ხალხს სჯეროდა, რომ სახლში ანთებული სანთელი ერთგვარი სატყუარაა. ის წარმატებას, სიმდიდრეს და კეთილდღეობას იზიდავს. სანთლებით სპეციალური რიტუალი უნდა შეასრულოთ. საღამოს წაიკითხეთ ლოცვა „მამაო ჩვენო“ და სანთელი აანთეთ.

შემდეგ ანთებული სანთლით ბინაში ყველა ოთახი მოიარეთ. ბინის ჩრდილოეთ ნაწილიდან დაიწყეთ და სამხრეთ მხარეს დაასრულეთ. თითოეული ოთახის ცენტრში შეჩერდით და თქვით: „ყველაფერი, რაც საჭირო არაა, სახლიდან სანთლის ალში შევა და არ დაბრუნდება. ყველაფერი, რაც საჭიროა, მოვა და სამუდამოდ დარჩება. ამინ!“ ამით რიტუალი არ მთავრდება. ყველა ოთახის შემოვლის შემდეგ სანთელი ფანჯრის რაფაზე ჩასაწვავად დატოვეთ. ფანჯარაში დაინახავთ, როგორ ანათებს სანთელი თქვენს სახლს და კეთილდღეობას იტყუებს. როგორც კი, სანთელი ჩაიწვება, ფანჯარა ფართოდ გააღეთ, ფიქრებით წარმატება და ბედნიერება სახლში მოიზიდეთ.

როგორ გამოვიყენოთ სანთელი სახლში – ადამიანები სანთელს უმიზეზოდ ხშირად ანთებენ, რომ სახლში რაიმესთვის კარგი ატმოსფერო შექმნან. მაგალითად, ვიღაცას სანთლის შუქზე ფილმის ყურება მოსწონს ან რომანტიკულ გარემოში ვახშამი. ეს ყველაფერი ერთგვარ რიტუალად შეიძლება ჩაითვალოს. როცა კერძის მომზადებას დაიწყებთ, სანთელი აუცილებლად აანთეთ და ილოცეთ. შემდეგ ანთებული სანთლის ფონზე ზემოდან განათების გარეშე ისადილეთ. ასე დადებითი ენერგეტიკის და კეთილდღეობის მოზიდვის შანსებს გაზრდით.

სხვათა შორის, ფერად სანთლებზე საკუთარი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, მწვანე სანთელი სიმდიდრის მოსაზიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისთვის სანთელს მწვანე ლენტა შემოახვიეთ, აანთეთ და მის გარშემო მონეტები დააწყვეთ. შემდეგ თქვით: „მწვანე ალით გარშემორტყმული ვარ, ფულის მაგიით გარშემორტყმული ვარ, მდიდარი ვარ, მალე მდიდარი გავხდები.“ ცოტა მწვანე ცვილი მონეტას დაასხით და უცხო თვალისგან შორს შეინახეთ. ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ ამ რიტუალით სახლში ფული მდინარესავით შემოვა. ამბობენ, რომ 3-6 სანთლის გამოყენებით რიტუალის ეფექტს გააძლიერებთ.

სანთლების დახმარებით ბინაში ან სახლში ენერგეტიკულად ყველაზე ბინძური ადგილი შეგიძლიათ განსაზღვროთ. ამისთვის ოჯახის თითოეულმა წევრმა სანთელი უნდა აანთოს და ბინაში სიარული დაიწყოს. ადგილი, სადაც სანთელი ციმციმებს ან ქრება, ნეგატივისგან უნდა გაწმინდოთ. ილოცეთ. შემდეგ შენობა გაანიავეთ და კარის წინ თილისმა ჩამოკიდეთ. სპეციალისტები გირჩევენ, რომ სახლში სანთელი რაც შეიძლება ხშირად აანთოთ. დღეს ბევრი სხვადასხვა სოიოს სანთელი სასიამოვნო არომატით იყიდება. ბევრი ხელნაკეთი ნაწარმი გამოჩნდა. სანთელს არა მხოლოდ სასიამოვნო სუნი აქვს, არამედ ლამაზად გამოიყურება. უჩვეულო სანთლით სახლს მარტივად გააფორმებთ და თვალს გაახარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს