11.11.2022 ახლოვდება, მორიგი სარკისებრი თარიღი კალენდარში. თითოეულს საკრალური მნიშვნელობა, ფარული ქვეტექსტი აქვს. მის წასაკითხად საკუთარ თავთან გულახდილი უნდა იყოთ. დარწმუნებული ვართ, რომ ამის გაკეთებას შეძლებთ. ჩვენ ამაში დაგეხმარებით! Paparazzi გიამბობთ, როგორ გაატაროთ 2022 წლის 11 ნოემბერი მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.
საკრალური მნიშვნელობა – აღმოსავლური კულტურის წარმომადგენლებმა სარკისებრი თარიღისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიწერა დაიწყეს. ჩვენ ტრენდი გადმოვიღეთ, რადგან ამ დღეებში რაღაც ჯადოსნური ნამდვილად არის. პირველ რიგში, ეს ნუმეროლოგიას უკავშირდება. ნუმეროლოგიაში ციფრს 1 განსაკუთრებული ენერგია აქვს. 11 ნოემბერი, როცა თარიღში ოთხი ერთიანი ხვდება (11.11) განსაკუთრებულად უნდა გაატაროთ. ერთიანები შეჯამებისას ორიანად გადაიქცევა. ხოლო ციფრი 2, თავის მხრივ, შეუპოვრობის და ამბიციის სიმბოლოა. ითვლება, რომ ამ დღეს თქვენი სურვილი რეალური შეიძლება გახდეს. იღბლის იმედი არ გქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოთ.
მაგალითად, ამ დღეს ყველა ნეგატიური ფიქრი უნდა მოიშოროთ და პოზიტიურად განეწყოთ. ამ საკითხში მედიტაცია დაგეხმარებათ. კარგი შანსია, რომ ძვირფას ადამიანებს შეურიგდეთ და გაჭირვებულს დაეხმაროთ. სპეციალისტები გირჩევენ, რომ სარკისებრ დღეს რაღაც ახალი გააკეთოთ. მაგალითად, სამსახურში პროექტი ან უჩვეულო ჰობი. მთავარია, რომ პროცესმა ნამდვილი სიამოვნება მოგანიჭოთ. 11 ნოემბერი იდეალური დღეა შემოქმედებისთვის, ფიზიკური და გონებრივი მუშაობისთვის. ამ დღეს ახალი ნაცნობები თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ. ისინი თქვენთვის საბედისწერო გახდებიან.
ენერგიას კამათსა და კონფლიქტზე ნუ დახარჯავთ, სტრესს მოერიდეთ. თუ ნეგატიური ენერგიის ნაკადში აღმოჩნდებით, ზედ გადაგივლით. 11 ნოემბერი იდეალური დღეა, რომ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. იქნებ, დიდი ხანია სამსახურის დატოვება ან საკუთარი ბიზნესის გახსნა გსურთ. დაჯექით და სამომავლო გეგმა დაწერეთ. თქვენი სურვილი ვიზუალურად წარმოიდგინეთ, რომ ახდეს.
რა უნდა გააკეთოთ 2022 წლის 11 ნოემბერს – ცხოვრება რომ შეცვალოთ, 11 ნოემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი რიტუალი შეასრულეთ. პირველ რიგში, თქვენი სივრცე ყველაფერი ზედმეტისგან გაწმინდეთ. სახლი დაალაგეთ, უსარგებლო ნივთები მოიშორეთ. ასე დადებით ენერგიას მოიზიდავთ იქ, სადაც ცხოვრობთ. მეორეც, სახლი ნეგატივისგან გაწმინდეთ. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ბინა ბალახებით შებოლოთ. გამოიყენეთ გვირილა, აბზინდა, პიტნა და ბარამბო. მკაცრი აკრძალვა არ არსებობს. ბალახი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ. ამ დღეს კონფლიქტს მოერიდეთ. დრო საკუთარ თავს და ოჯახს დაუთმეთ. გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. 11 ნოემბერი შესაფერისია, რომ გააკეთოთ ის, რაც დიდი ხანია გსურდათ.
როგორ ჩავიფიქროთ სურვილი 11 ნოემბერს – ბევრი ადამიანი 11 ნოემბერს სურვილის ჩასაფიქრებლად ელოდება. ნუმეროლოგიის მომხრეებმა იციან, რომ ნებისმიერი სარკისებრი თარიღი ამისთვის არსებობს. ეს სწორად უნდა გააკეთოთ. პირველ რიგში, კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს ისურვებთ. გაიგეთ, ამის გაკეთება ნამდვილად გსურთ თუ არა. მეორეც, არავის ცუდი რამ არ უსურვოთ. შურიანებს ის ასმაგად დაუბრუნდებათ და მეტ ზიანს მიაყენებს. რაღაც კონკრეტული ჩაიფიქრეთ. თუ კოსმოსში აგზავნით თხოვნას, რომ ბედნიერი ადამიანი გახდეთ, სასწაული არ მოხდება. რაღაც კონკრეტულია საჭირო.
სურვილი რომ ახდეს, ზუსტად 11:11 ან 23:11 საათზე ჩაიფიქრეთ. სურვილი ხმამაღლა თქვით ან ჩაიწერეთ. მართალია, მთელი რიტუალის ჩატარება მოგიწევთ. თქვენი სანუკვარი სურვილი ფურცელზე 11–ჯერ დაწერეთ, ყოველთვის ახალი აბზაციდან დაიწყეთ. არ დაწეროთ სიტყვები „მინდა“ და „მსურს“. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრაზა „მე მინდა“ ან „ვოცნებობ“. ფურცელი ისე დაჭერით, რომ 11 ნაწილი გამოვიდეს. ძილის წინ თითოეული ბინაში სხვადასხვა ადგილას დამალეთ. დილით შეაგროვეთ და დაწვით, როცა მორიგი სარკისებრი თარიღი მოვა.
დრო გაქვთ, რომ 11 ნოემბრისთვის მოემზადოთ. მცირედით, ბინის დალაგებით დაიწყეთ. სუფთა ხელსაყრელ გარემოში შეძლებთ დაფიქრდეთ, რომელი სურვილი ჩაიფიქროთ და როგორ გაატაროთ მომავალი პარასკევი.