ამ კერძის დამატებას მოგთხოვს ისიც, ვინც ბავშვობაში გოგრის ფაფას ზედ არ უყურებდა

0
110

როგორ მოვხარშოთ გემრიელი გოგრის ფაფა? ასეთი კერძი სპეციფიკური გემოს გამო ყველას არ მოსწონს. გარწმუნებთ, რომ გოგრის ფაფა იდეალურად შეგიძლიათ გააკეთოთ. ბრინჯი, ფეტვი დაუმატეთ, მულტისახარშში ან ჩვეულებრივ ქვაბში მოამზადეთ. მოკლედ, კულინარიულ ფანტაზიას გასაქანი მიეცით, რომ საოცრად გემრიელი სეზონური კერძი მიიღოთ.

გოგრის ფაფის მომზადება – გოგრა ადამიანს ორგანიზმისთვის დიდად სასარგებლოა. ბოსტნეული მინიმუმ კალორიას და ბევრ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს. მაგალითად, B, E, T, C. სხვათა შორის, T ვიტამინი საკმაოდ იშვიათია, რადგან ყველა ბოსტნეულში არ გვხვდება. ის ცხიმს წვავს, მძიმე საკვების მონელებას ხელს უწყობს და ვარჯიშისას კუნთოვან მასას ავითარებს.

მომზადების შეცდომები – ზოგჯერ გემრიელი ფაფის ჭამა გვსურს, მაგრამ არ გამოგვდის. რატომ? რამდენიმე მომენტი გაითვალისწინეთ, სანამ გოგრის ფაფას მოხარშავთ. პირველ რიგში, გოგრის სახეობა. მუსკატის გოგრის შეძენას გირჩევთ. ასეთი ფაფით უფრო ტკბილი და ნაზი ფაფა გამოდის, რადგან გოგრის რბილობი ძალიან ფხვიერია. მეორეც, გოგრის ფაფა არაფრის გარეშე ან მარცვლეულის დამატებით შეგიძლიათ მოხარშოთ. მაგალითად, მანანის ბურღული, ბრინჯი, სიმინდი, ფეტვი ან შვრია დაუმატეთ. ფართო არჩევანი გაქვთ. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულს სპეციფიკური გემო აქვს. იმის გასაგებად, რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად, კულინარიული ექსპერიმენტები ჩაატარეთ. მესამეც, ტკბილი გოგრის ფაფისთვის სხვადასხვა ტოპინგი გააკეთეთ. რძე, კარაქი, შაქარი უხვად შეაზავეთ. დამატებითი კომპონენტებიც დაგჭირდებათ. კაკალი, გარგარის ჩირი, ქიშმიში, თაფლი შეგიძლიათ დაუმატოთ. ასე ფაფის გემოს გააუმჯობესებთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გ გოგრა
  • 250 მლ წყალი
  • 250 მლ რძე
  • 250 გ ფეტვის ბურღული
  • 2 ს/კ ხმელი შტოში
  • 2 ს/კ შაქარი
  • 30 გ კარაქი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. ფეტვს მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ცივ წყალში გარეცხეთ. ასე მარცვლეულს სიმწარეს მოაშორებთ. კარაქი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, გოგრას ქერქი და თესლი მოაშორეთ. მულტისახარშში ფაფის მომზადებას შეუდექით.
  2. მულტისახარშის ქვაბის კიდეებს კარაქი წაუსვით. ასე რძე არ გაიქცევა და არ დაიწვება. გოგრის ნაჭრები ჩაყარეთ, წყალი და რძე დაასხით, შტოში, შაქარი და მწიკვი მარილი დაუმატეთ. რეჟიმი „რძიანი ფაფა“ აირჩიეთ და 20 წუთით ჩართეთ.
  3. ვადის გასვლის შემდეგ გოგრის ნაჭრები შეამოწმეთ. მაგარი არ უნდა იყოს. თუ ასე მოხდა, ხარშვა გააგრძელეთ. გარდა ამისა, გოგრის ფაფა არა მხოლოდ მულტისახარშში, არამედ ჩვეულებრივ ქვაბში ან ბუნებაში კაზანზე შეგიძლიათ მოამზადოთ.
  4. თუ გოგრა მზადაა, ფაფა თეფშზე დაასხით და სუფრაზე გაიტანეთ. თითოეულ თეფშს კარაქის ნაჭერი დაუმატეთ. სურვილისამებრ, გოგრის ფაფა დამატებითი ინგრედიენტებით გააფორმეთ.

როგორც ხედავთ, გოგრის ფაფის მომზადება მარტივია. მთავარია, საკმარისი დრო დაუთმოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ გოგრის ნაჭრები კარგად მოიხარშოს და დარბილდეს. ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. იქნებ, გოგრის ფაფა ბრინჯით უფრო მოგეწონოთ, ვიდრე ფეტვით. სცადეთ და სასარგებლო და გემრიელი გოგრის პალიტრა აღმოაჩინეთ.