გოგრის ბონბონი. გემრიელი სამარხვო პეჩენიის მარტივი რეცეპტი

0
139

ადრე გოგრა არ მიყვარდა, უბრალოდ ვერ ვხვდებოდი. მოგვიანებით ჩემს ცხოვრებაში გოგრის კრემსუპი, საკაზმი და სხვადასხვა ცომეული შემოვიდა. ახლახანს გოგრის ნაზი პეჩენიის გამოცხობა ვისწავლე. საყვარელმა ბონბონებმა ბავშვობაში დამაბრუნა. ახლა რბილ თაფლაკვერს ვჭამ და თბილ კაკაოს ვაყოლებ. რა შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი?

გოგრის პეჩენია – Paparazzi გიზიარებთ პეჩენიის მარტივ რეცეპტს, რომლის გაფუჭება შეუძლებელია. მარტივი და გასაგები ინგრედიენტებია. ამ ცომეულში რძის პროდუქტები და კვერცხი არ შედის. ბიუჯეტური დესერტია. ვეგეტარიენელებისა და ვეგანებისთვის შესაფერისია. იდეალურია!

ინგრედიენტები:

  • 200 გ გოგრის პიურე
  • 190-250 გ ხორბლის ფქვილი
  • 90 მლ მცენარეული ზეთი
  • 70-100 გ შაქარი
  • 50 გ შაქრის ფხვნილი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 50 გ შავი შოკოლადი
  • დარიჩინი გემოვნებით
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. რეცეპტში მზა გოგრის პიურის რაოდენობაა მითითებული. ბევრი გოგრა შეგიძლიათ მოხარშოთ და სხვადასხვა კერძისთვის გამოიყენოთ. მოხარშული გოგრა პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ. შვრიის ფანტელები ყავის საფქვავში დაფქვით.
  2. გოგრის პიურე, შვრიის ფანტელები, შაქარი და მცენარეული ზეთი აურიეთ. დარიჩინი და მარილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. ცომს გამაფხვიერებელი და ფქვილი ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ. რბილი და ელასტიური ცომი მოზილეთ. ფქვილი ცოტა მეტი ან ნაკლები შეიძლება დაგჭირდეთ. ცომის მასას დააკვირდით: ხელზე არ უნდა გეკვროდეთ. ცომში დაქუცმაცებული შოკოლადი აურიეთ.
  4. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. სანამ თბება, ორცხობილები გააკეთეთ. ამ რაოდენობიდან 10 დიდი ბურთი გამოვა. თითოეული შაქრის ფხვნილში ამოავლეთ და პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.
  5. 180 გრადუსზე 20-25 წუთით აცხვეთ. ოდნავ გააგრილეთ და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

ღუმელში გამომცხვარი გოგრის პეჩენია – შოკოლადი შეგიძლიათ არ დაუმატოთ. კაკლით, ქიშმიშით ან დაქუცმაცებული ჩირით ჩაანაცვლეთ. გოგრას გარგარის ჩირი იდეალურად უხდება. გოგრის რეცეპტების არ შეგეშინდეთ. მზა კერძში მისი გემო არ იგრძნობა. სამაგიეროდ, უფრო ნათელი და არომატული ხდება. გოგრის პეჩენია შვრიის თაფლაკვერს გაგახსენებთ.  შვილებს ან სტუმრებს აუცილებლად გაუკეთეთ. თბილ რძესთან ან კაკაოსთან ერთად მიირთვით.