ექსპერტების პასუხი, რამდენად ხშირად უნდა გამოცვალოთ ბალიშისპირი ჯანსაღი ძილისთვის

467

თითოეულ ოჯახს საკუთარი აზრი აქვს, თუ რამდენად ხშირად უნდა გამოცვალოს თეთრეული. კვირაში ერთხელ საშუალო მაჩვენებელია. ბალიშისპირთან სხვა სიტუაციაა. დერმატოლოგები მის ხშირად შეცვლას გირჩევენ. უდავოდ, ჯანმრთელობის საკითხში სპეციალისტების აზრი უნდა გაითვალისწინოთ. Paparazzi გიამბობთ, რამდენად ხშირად უნდა გამოცვალოთ ბალიშისპირი. ექსპერტების რჩევები გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმი სხვადასხვა დაავადებისგან დაიცვათ. შედეგად, ძილი ჯანსაღი და ძლიერია.

კვირაში რამდენჯერ უნდა გამოცვალოთ ბალიშისპირი

რეგულარულობა – ამერიკული ქიმიური საზოგადოების მკვლევარები ამბობენ, რომ ერთსა და იმავე ბალიშისპირზე ზედიზედ ორი ღამე არ უნდა დაიძინოთ. მნიშვნელოვანია, რომ თეთრეული რეგულარულად გარეცხოთ. ეს ჯანსაღ ძილს ხელს უწყობს.

ბალიშისპირის ხშირი შეცვლის მიზეზი – ყოველდღე ადამიანი 500 მილიონამდე კანის უჯრედს კარგავს. შედეგად, ოფლი და კანის ცხიმი ბალიშისპირზე რჩება, რომელსაც მთელი ღამე სახესთან კონტაქტი აქვს. ეს ბაქტერიების, ტკიპების და მიკრობების განვითარებას ხელს უწყობს და ადამიანზე ნეგატიურად მოქმედებს. მოცემული მიკროორგანიზმები კანის ანთების, გამონაყარის, ინფექციების, ალერგიის და სუნთქვის პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს. ასეთი შედეგი ძილის წინ სახის მუდმივი დაბანის შემთხვევაშიც შეიძლება მიიღოთ.

ბალიშისპირი იდეალური გარემოა, სადაც მტვრის ტკიპები და სხვადასხვა ბაქტერიები შეიძლება გამრავლდეს. ისინი ყოველ ღამე ოფლით და კანის მკვდარი უჯრედებით იკვებებიან. ჭუჭყიანი ბალიშისპირი იმუნურ სისტემაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. კანის და სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებას მხოლოდ რეგულარული რეცხვით თავიდან აიცილებთ. ასთმის, ბრონქიტის და ალერგიის განვითარების მაღალმა რისკმა ბალიშისპირის ხშირად შეცვლაზე უნდა დაგაფიქროთ. ეს ჩვევად უნდა აქციოთ. ამ შემთხვევაში ორგანიზმს სხვადასხვა მიკროორგანიზმის ზემოქმედებისგან დაიცავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს