თავად გავიფუჭე ცხოვრება, როდესაც თექვსმეტი წლის ასაკში დედა გავხდი. ჩემდა საუბედუროდ, ტყუპები გავაჩინე

0
7831

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე მქვია ანა. ძალიან ვწუხვარ, რომ თავის დროზე დედაჩემს არ დავუჯერე და მთელი ცხოვრება გავიფუჭე, მაგრამ ახლა ვეღარაფერს გამოვასწორებ. ახლა ვეღარასოდეს მივაღწევს ვერაფერს. ახლა ეს მშვენივრად მესმის, მაგრამ სად იყო აქამდე ჩემი თავი? მაშინ მეგონა, რომ მზად ვიყავი დედა გავმხდარიყავი და ძალიან მინდოდა შვილები.

მე და დედაჩემს ყოველთვის მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ ყოველთვის ბევრს ვსაუბრობდით, მე მას ყველაფერი ვუამბობდი და მან ჩემი ყველა საიდუმლო იცოდა.13 წლის ასაკში, დედამ ყველაფერი მიამბო სექსისა და კონტრაცეფციის შესახებ. მან ასევე მითხრა, რომ ნაადრევი ორსულობა ცხოვრებას გამიფუჭებდა.დედა ყოველთვის მაძლევდა ჯიბის ფულს და საშინაო დავალებების შესრულებაში მეხმარებოდა. დედა რჩევებსაც კი მაძლევდა, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი ბიჭებთან უკეთ. ყველა ჩემს მეგობარს ჩემი ძალიან შურდა, რადგან ასეთი შესანიშნავი დედა მყავდა.

მამაჩემთან სულ სხვანაირი ურთიერთობა მქონდა. მას ძალიან უნდოდა, რომ ბიჭი ჰყოლოდა, მაგრამ დავიბადე მე. ამიტომ, მას ძალიან უნდოდა, რომ სპორტის რომელიმე სახეობით ვყოფილიყავი დაკავებული. მე მხატვრული ტანვარჯიში ავირჩიე. მწვრთნელი ძალიან კარგი იყო, ბევრს ვმუშაობდი და ამიტომ ხშირად ვიმარჯვებდი სხვადასხვა კონკურსებში. როდესაც სახლში მედლით ან თასით ვბრუნდებოდი, მამაჩემი ყოველთვის ძალიან კმაყოფილი იყო ჩემით. ასეთ დროს მაქებდა და მეხუტებოდა კიდეც. ეს ძალიან იშვიათი მოვლენა იყო.

მამაჩემი დედაჩემს არასოდეს ჩუქნიდა საჩუქრებს, არსად არ მიჰყავდა. ერთმანეთს ძალიან ცოტას ესაუბრებოდნენ. არ მინდოდა, რომ მე და ჩემს მეუღლეს ასეთივე ურთიერთობა გვქონოდა. დედაჩემი ამას შეგუებული იყო. ის უბრალოდ სამსახურში დადიოდა და ჩემი აღზრდით იყო დაკავებული.მე უკვე დავიწყე ბიჭებთან ერთად სეირნობა. ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით, ერთმანეთს ვეხუტებოდით, ვკოცნიდით, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის თამაში იყო.

შემდეგ გიას შევხვდი. ის უბრალოდ ჩემი ოცნების ბიჭი იყო. ის იყო დაკუნთული, ძალიან სიმპათიური, მუქი თმით და ცისფერი თვალებით.ვარჯიშის შემდეგ სახლში ფეხით მივდიოდი, გიამ დამინახა და სახლში მანქანით წამიყვანა. მას მოვეწონე და ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით. მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავი.

გია დედოფალივით მექცეოდა. ხშირად მეპატიჟებოდა რესტორნებში, საჩუქრებს და ყვავილებს მჩუქნიდა. გია სკოლაში მოდიოდა და სკოლის შემდეგ სახლში მივყავდი. აუ, როგორ შურდა ჩემი, ყველა ჩემ დაქალს!გია უკვე მუშაობდა, ის 26 წლის იყო. მის დაბადების დღეზე ღამე მასთან დავრჩი. ღამე ერთად გავატერეთ. თავიდან თავს ვიცავდით, მაგრამ გიას ასე არ მოსწონდა და მან გინეკოლოგთან მიმიყვანა, რომელმაც ჩასახვის საწინააღმდეგო აბები დამინიშნა.დედამ გამაფრთხილა, რომ იდეალური ურთიერთობები უბრალოდ არ არსებობს. ყოველთვის დგება მომენტი, როცა ურთიერთობაში სირთულეები და გაუგებრობები ჩნდება.

ასეთი მომენტი ჩვენთვისაც დადგა. აბების გამო გასუქება დავიწყე, თუმცა ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. მე ჩემი ზედმეტი ხუთი კილოგრამი საერთოდ არ მაწუხებდა, მაგრამ გიას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ცოტა მოვიმატე. ის ჩემზე ბრაზობდა, მიყვიროდა, ჩვენ ხშირად ვჩხუბობდით.გია ძალიან მიყვარდა და მისი დაკარგვა არ მინდოდა, ამიტომ მკაცრ დიეტაზე გადავედი. მალე შედეგები გამოჩნდა, ნელ-ნელა ვხდებოდი.მაგრამ ამ დიეტის გამო ძალიან დავსუსტდი და ამიტომ კონკურსი წავაგე. ამან მამაჩემი ძალიან გააბრაზა. სახლში საშინელი სკანდალი მომიწყო. მე მეწყინა და ვუთხარი:

  • მამა, ნუთუ მხოლოდ მაშინ გიყვარვარ, როცა კონკურსში ვიმარჯვებ? თუ კი, მაშინ მე ასეთი სიყვარული არ მჭირდება.

მამაჩემიც განაწყენდა ჩემზე, შებრუნდა და წავიდა.რამდენიმე დღის შემდეგ პირდაპირ გაკვეთილზე გავხდი ცუდად. გულისრევის შეგრძნება დამეწყო და თავბრუ დამეხვა. საავადმყოფოში გამგზავნეს. გინეკოლოგთან ვიზიტის შემდეგ ჩემი ცუდად გახდომის მიზეზი გაირკვა. ორსულად ვიყავი.ამ ამბავმა შოკში ჩამაგდო.

ჩემი ორსულობის შესახებ გიას შევატყობინე. მან მითხრა, რომ მას შვილი არ სჭირდებოდა და რომ ძალიან ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ის ჩემი შვილის მამა იყო. გია ძალიან მიყვარდა და მისმა ღალატმა ძალიან მატკინა.დედამ ჩემი ორსულობის შესახებ შეიტყო და აბორტის გაკეთების უფლება არ მომცა.ერთი კვირის შემდეგ გია ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ სამუდამოდ დამევიწყებინა იგი. მას ჩემი ნახვაც კი აღარ უნდოდა.

ორსულობა ძალიან რთულად მიმდინარეობდა. თითქმის სულ საავადმყოფოში ვიწექი ნაყოფის შესანარჩუნებლად.მერე ტკივილები დამეწყო ეს უბრალოდ ნამდვილი კოშმარი იყო. ტკივილი ძალიან დიდხანს გაგრძელდა – თითქმის ერთი დღე. არ მეგონა, რომ ასე ძალიან მეტკინებოდა. ტკივილისგან კინაღამ გავგიჟდი. ტყუპი ბიჭები გავაჩინე.პირველი რამდენიმე დღე მათი ხელში აყვანაც არ მინდოდა, მაგრამ მერე ძალიან შემიყვარდა ჩემი ბიჭები.სამშობიაროდან რომ დავბრუნდი, დედამ მითხრა, რომ მამამ მიგვატოვა. მან თქვა, რომ მას არ სჭირდებოდა ასეთი ქალიშვილი და არ სურდა ჩვენს საგიჟეთში ცხოვრება.

ჩემს შვილებს ვზრდიდი, დედა მეხმარებოდა, როგორც შეეძლო. ახლა ორივეს ძალიან გვიჭირს. იმისთვის, რომ ჩვენი შენახვა შეძლოს, ის ახლა ორ სამსახურში მუშაობს და ძალიან იღლება.მეც ძალიან ვიღლები: თან ბავშვებს ვუვლი და თან ვსწავლობ. სკოლა უნდა დავამთავრო და ატესტატი ავიღო.ძალიან ხშირად ვტირი, დეპრესიაში ვარ.მესმის, რომ ცხოვრება გავაფუჭე. დედა მამშვიდებს, ამბობს, რომ მალე ყველაფერი დალაგდება.

არაფერი არ დალაგდება. იმას, რომ ასე ადრე გავხდი დედა, მთელი ცხოვრება ვინანებ. მე თვითონ გავანადგურე ყველაფერი და საკუთარ თავს ნორმალური მომავალი წავართვი.რა სამწუხაროა, რომ ამას ასე გვიან მივხვდი!