შემთხვევა სამშობიაროში. ჩვენთან სამშობიაროდ გოგონა მოიყვანეს შორეული პატარა სოფლიდან

0
6943

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი ერთ ძალიან უცნაურ ისტორიას მოგვითხრობს.უკვე მრავალი წელია სამშობიაროში ვმუშაობ, ბებიაქალი ვარ. ჩვენთან სხვადასხვა შემთხვევები ხდება. ხანდახან ისეთი რამეც ხდება, რომ მრავალი წლის განმავლობაში გვახსოვს და ნამდვილ ლეგენდად იქცევა ხოლმე.

დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი ისტორია მინდა გიამბოთ. ეს ამბავი დაახლოებით 10 – 15 წლის წინ მოხდა.ერთხელ ჩვენთან სამშობიაროდ ახალგაზრდა გოგონა მოიყვანეს – ის თვრამეტი წლის იყო და იყო შორეული პატარა სოფლიდან.მას წყლები უკვე დაღვრილი ჰქონდა და ტკივილები დაეწყო. ექიმმა გასინჯა და გასაპარსად გაგზავნა. მას სანიტარი უნდა დახმარებოდა, რადგან დიდი მუცლის გამო, ძალიან გაუჭირდებოდა ამის გაკეთება.

გოგონამ დახმარებაზე უარი თქმა, მან თქვა, რომ ყველაფერს თავად გააკეთებდა და არ გაუჭირდებოდა. ის სააბაზანოში ჩაიკეტა.გავიდა ოცი წუთი, შემდეგ ოცდაათი. სანიტარი ნერვიულობდა. გოგონას ეკითხებოდა: ყველაფერი რიგზეა? ის მპასუხობდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და მალე დაასრულებდა. გავიდა ერთი საათი. სააბაზანოს კართან უკვე შეიკრიბნენ ექიმი, ბებიაქალი, ექთანი, მედდა და სანიტარი. ყველას აინტერესებდა: რას აკეთებდა ის ამდენ ხანს?

როდესაც გოგონა სააბაზანოდან გამოვიდა, ყველა გაჩუმდა, უბრალოდ ყველა დამუნჯდა გაოცებისაგან. მან თავზე მთელი თმა გადაიპარსა, წარბებიც კი. და სადაც საჭირო იყო, იქ არა.ძალიან ბევრი ვიცინეთ! ჩვენი ექიმი კიდევ ორი ​​საათი ვერ მოდიოდა გონს.რა აღარ ხდება ამქვეყნად! როგორ ადამიანს აღარ შეხვდები!ამდენი წელი გავიდა, ჩვენ კი ახლაც გვახსენდება ის გოგო და გულიანად ვიცინით.