სანსევიერა ნამდვილად საოცარი მცენარეა. ოთახის მცენარეების მოყვარულთა შორის ძალიან პოპულარულია, რადგან შესანიშნავ თვისებებს ფლობს. რამდენიმე მიზეზი არსებობს, რატომ უნდა გქონდეთ სანსევიერა სახლში. დარწმუნდით, რომ თქვენთვის შესაფერისია. Paparazzi გიამბობთ, რა უნდა იცოდეთ სანსევიერას შესახებ.
სანსევიერა – პირველ რიგში, გიამბობთ, რატომ ღირს ამ მცენარის სახლში ქონა. ლამაზი და უპრეტენზიო ოთახის მცენარეა. სხვა მცენარეებთან ერთად კარგად ცხოვრობს. ჯადოსნური მცენარეა, რადგან ოთახში ჰაერს წმენდს და აუმჯობესებს. ამცირებს ისეთი მავნე ნაწილაკების რაოდენობას, როგორიცაა ბენზოლი და ტრიქლორეთილენი. ეს ტოქსინები ძილზე ცუდ გავლენას ახდენს და თავის ტკივილს იწვევს. სანსევიერა საძინებელ ოთახში შეგიძლიათ განათავსოთ.
თუ 2-3 საშუალო ზომის სანსევიერას ბინაში განათავსებთ, გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენთ. ჰაერი უფრო სუფთა გახდება, რაც სასუნთქ და იმუნურ სისტემაზე დადებითად იმოქმედებს. სანსევიერა ჰაერიდან ზედმეტ ტენს იწოვს. თუ ტენიანობა ძალიან მაღალია, დაძინება ან კონცენტრირება გვიჭირს. ჯადოსნური მცენარე მსგავს პრობლემას მოგაშორებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მცენარე ალერგიული ხალხისთვის შესაფერისია, რადგან არანაირ რეაქციას იწვევს. სანსევიერა საძინებელში ან სამზარეულოში შეგიძლიათ განათავსოთ. მისი ფოთლები ორთქლისა თუ მაღალი ტენიანობისგან არ დაზარალდება. კარგია დადოთ იმ ოთახში, რომლის ფანჯრები ხმაურიან ქუჩაში გადის. ის ჰაერს გაწმენდს.
მცენარეს მინუსები მაინც აქვს. მის წვენში საპონინები შედის. გარე გამოყენებისას სამკურნალო ეფექტი აქვს, მაგრამ შიგნით მოხვედრისას მოწამვლას იწვევს. სწორედ ამიტომ, ფრთხილად მოეპყარით. არ დაუშვათ, რომ ბავშვები და ცხოველები ყვავილს შეეხოს. გადაჭრილი ფოთოლი მაშინვე გადააგდეთ და მასთან მუშაობისას ხელთათმანი გამოიყენეთ.
მოვლის წესები – ყვავილი იდეალური არჩევანია, თუ მცენარის მოსავლელად დრო არ გაქვთ. უპრეტენზიოა და მარტივად იზრდება. ტემპერატურის ცვლილებებს ადვილად იტანს, მზიან ადგილას კარგად იზრდება. გახსოვდეთ, რომ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. ფოთლები შეიძლება დაიწვას. მორწყვაც ხშირად არ სჭირდება. სქელ ფოთლებში წყალს იმარაგებს და ხანგრძლივი გვალვის გაძლება შეუძლია. მორწყვის გარეშე ზუსტად 1 თვე გაძლებს. და მაინც, ასეთი დიდი ხნით არ დაივიწყოთ. გაზაფხულიდან შემოდგომამდე მორწყეთ მაშინ, როცა მიწა გახმება. ზამთარში მორწყვა შეზღუდეთ.
ნიშნები და ცრურწმენები – ხალხში სანსევიერას „სიდედრის ენას“ უწოდებენ. ასეთი მეტსახელის გამო ბევრი ფიქრობს, რომ სახლში მისი ქონა ცუდი ნიშანია. არადა მცენარე სივრცეს ნეგატიური ენერგიისა და ავი თვალისგან წმენდს. მრგვალი ფოთლები აქვს, ამიტომ მისი ეფექტი მხოლოდ დადებითია. მცენარე ნეგატივს შთანთქავს, კონცენტრირებას და მიზნის სწრაფად მიღწევას ხელს უწყობს. როგორც ხედავთ, სანსევიერა შესანიშნავი მცენარეა, რომელიც ბინაში უნდა გქონდეთ.