გამოცდილი მებოსტნეები ირწმუნებიან, რომ კარგი და ნაადრევი მოსავლის ასაღებად სტაფილო ნოემბერში უნდა დათესოთ. ნაადრევი სტაფილო უფრო დიდი და წვნიანია. ეს იმის ხარჯზე, რომ იზრდება ნაადრევ გაზაფხულზე, როცა ბევრი ტენია. თუ ზაფხულის დასაწყისში ახალი ნაყოფის მირთმევა გსურთ, გაიგეთ, როდის დათესოთ სტაფილო დაზამთრებამდე. Paparazzi ამ პროცესის ყველა წესს და დეტალს გიზიარებთ.
როდის დავთესოთ სტაფილო – დასათესად სწორი დრო უნდა შეარჩიოთ. ახლა კლიმატი იცვლება. წელს თბილი და ნაკლებად ყინვიანი შემოდგომა გვქონდა. ნოემბერში დასათესად შესაფერისი ამინდია. თქვენი შრომა წარმატებით რომ დასრულდეს, სტაფილო მხოლოდ მაშინ დათესეთ, როცა სტაბილურად აცივდება. დღის საშუალო ტემპერატურა 0-დან -2 გრადუსამდე უნდა იყოს. უმჯობესია ყინვების დაწყებამდე, გაყინულ მიწაში დათესოთ. კონკრეტული თარიღის თქმა რთულია, რადგან ამინდი ძალიან არაპროგნოზირებადია. არ იჩქაროთ, რადგან თბილ ამინდში თესლი გაღვივდება, ხოლო შემდეგი ყინვა ყლორტებს გაანადგურებს. ნოემბრის ბოლოს შეიძლება შესაფერისი ამინდი იყოს. სტაფილოს დასათესად 13–დან 25 ნოემბრამდე კარგი პერიოდია.
სათესი ადგილი – კარგი შედეგის მისაღებად სწორი ადგილი შეარჩიეთ და მოამზადეთ. ამაღლებული ადგილი შეარჩიეთ, რომ გაზაფხულზე თოვლის დნობისას კვლები არ დაიტბოროს. სტაფილოს უყვარს ფხვიერი და რბილი მიწა, რომელსაც მზე აქტიურად ანათებს, რომ გაზაფხულზე თოვლი სწრაფად გადნეს. დასათესად უქარო დღე შეარჩიეთ. 5 სმ სიღრმის ორმოები გააკეთეთ და თესლი თანაბრად გაანაწილეთ. დათესვის შემდეგ კვლები მულჩით დაფარეთ.
სტაფილოს დათესვის წესები – რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი გაითვალისწინეთ. მხოლოდ მშრალი თესლი გამოიყენეთ, რომ ნაადრევად არ გაღვივდეს. შესაფერისი ჯიში შეარჩიეთ. სწრაფი მოსავლის ასაღებად ნაადრევი და საშუალო სიმწიფის ჯიშები შეარჩიეთ. სპეციალური ყინვაგამძლე ჯიშიც არსებობს. მაგალითად, „შანტანე–2461“ კლასიკური და გავრცელებული ჯიშია. გამოგადგებათ „სამსონი“ „ვიტამინი 6“, „ნექტარი F1”. დათესვის შემდეგ დამატებითი მოვლა არ სჭირდება. ეს პროცესი იწყება გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ. მანამდე არ მორწყათ და გამოკვებოთ. მხოლოდ მულჩით დაფარეთ და გაზაფხულს დაელოდეთ.
ზუსტი თარიღის თქმა რთულია, თუ როდის ღირს სტაფილოს დათესვა ზამთრისთვის. მებოსტნეები ამ მეთოდის გამოყენებაზე უარს მაინც არ ამბობენ. ასე სტაფილოს მოსავალი უფრო გვახარებს. მსხვილი და წვნიანი ნაყოფი ადრე მწიფდება და გვახარებს.