2 გამოცდილი მეთოდი, როგორ მოხარშოთ მაკარონი უქვაბოდ და მარტივად

0
328

თითქმის ყველა დიასახლისი მაკარონის მოსახარშად ქვაბს იყენებს, რაც გასაკვირი არაა! ეს ხომ ხარშვის ტრადიციული მეთოდია. იცით, რომ მაკარონი ქვაბის გარეშე შეგიძლიათ მოხარშოთ? ტაფაზე მოხარშეთ ან ღუმელში გამოაცხვეთ. გემრიელი კერძი უზრუნველყოფილია! ჩვეული ჭურჭელი ტაფით ნამდვილად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, თუ მაკარონის მოხარშვა ან ჩაშუშვა გსურთ. მაკარონის მოსამზადებლად შეგიძლიათ ღუმელი გამოიყენოთ, თუ დროის დაზოგვა გსურთ.

2 საუკეთესო მეთოდი უქვაბოდ მაკარონის მოსახარშად

ტაფა ან ღუმელი – მაკარონის მოსახარშად ერთი ტაფის ქონა საკმარისია. ის მომზადების პროცესს აჩქარებს. საქმე იმაშია, რომ ტაფის ფართობი უფრო დიდია, ვიდრე ქვაბის. მასში ნაკლები სითხე თავსდება, ამიტომ სწრაფად დუღდება. მაკარონი ტაფაზე რამდენიმე წუთით იხარშება. მორევა არ დაგავიწყდეთ. მაკარონი ღუმელშიც შეგიძლიათ გამოაცხოთ. მარტივი მეთოდია, რომელსაც ახლოს ყოფნა და კონტროლი არ სჭირდება. მაკარონი გემრიელ სოუსთან ერთად ღუმელში მოათავსეთ, ხოლო 40 წუთში გემრიელი კერძი სუფრაზე გაიტანეთ.

მაკარონი პომიდვრით და მწვანილით – ტაფის გამოყენებით მაკარონი შეგიძლიათ მოხარშოთ ან ჩაშუშოთ. ორივე შემთხვევაში ერთნაირ შედეგს მიიღებთ. ვახშამი ყველას მოეწონება. დანამატებით ექსპერიმენტები ჩაატარეთ, მაკარონი ტაფაზე მოამზადეთ. ზღვის პროდუქტები, ხორცი და ბოსტნეული გამოიყენეთ, რომ კერძს საოცარი გემო და არომატი მიანიჭოთ.

ინგრედიენტები:

  • 450 გ მაკარონი
  • 1 ხახვი
  • 2 პომიდორი
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 3 კბილი ნიორი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • 0,5 ჩ/კ პროვანსული სუნელი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 350 მლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ. ხახვი 2–3 წუთით შეწვით.
  2. პომიდორი კარგად გარეცხეთ. პატარა კუბებად დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. პომიდორი და ნიორი ხახვს დაუმატეთ. აურიეთ და ტაფაზე 5 წუთით საშუალო ცეცხლზე შეწვით.
  3. მაკარონი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ცეცხლს ოდნავ დაუწიეთ. მარილი, შავი წიწაკა და პროვანსული სუნელი დაუმატეთ. ცხელი წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ.
  4. თავსახური დააფარეთ და 10-15 წუთით მომზადებამდე ხარშეთ. თუ საჭიროა, წყალი დაუმატეთ.
  5. ოხრახუში გარეცხეთ და დაჭერით. მწვანილი მაკარონს დაუმატეთ. კარგად აურიეთ, თავსახური დაახურეთ და 2 წუთით გააჩერეთ. მზადაა!

მაკარონის მობრაწულა ლორით – თუ ძალიან ცოტა დრო გაქვთ, ღუმელი გამოიყენეთ. მაკარონი საცხობ ფორმაში მოათავსეთ, სოუსი დაასხით და მოსაბრაწად ღუმელში მოათავსეთ.

ინგრედიენტები:

  • 200 გ ლორი
  • 250 გ მაკარონი
  • 150 გ ხმელი ყველი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • 2 კვერცხი
  • 300 მლ წყალი
  • 300 მლ რძე
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

  1. ლორი პატარა კუბებად დაჭერით. ხმელი ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ოხრახუში გარეცხეთ და დაჭერით.
  2. ღრმა თასში კვერცხი, მარილი და წიწაკა აურიეთ. წყალი და რძე დაასხით. კარგად აურიეთ.
  3. საცხობ ფორმას მზესუმზირის ზეთი წაუსვით. პირველ ფენად მაკარონი მოათავსეთ, ზემოდან ლორი თანაბრად გაანაწილეთ. რძის ნარევი დაასხით.
  4. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ. საცხობ ფორმას ფოლგა დააფარეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით აცხვეთ. კერძს დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

მაკარონი არატრადიციული მეთოდით მოამზადეთ. ყველთან და ლორთან ერთად გამოაცხვეთ ან ტაფაზე პომიდორთან და მწვანილთან ერთად ჩაშუშეთ. მენიუს უჩვეულოდ მარტივი და ძალიან გემრიელი კერძებით გაამრავალფეროვნებთ.