ძალიან ცუდი შვილი ხარ! შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, ჩემზე კი საერთოდ არ ფიქრობ!

0
1378

მე შენ ისე გექცევი, როგორც იმსახურებ! – უპასუხა მას ქალიშვილმა.ერთი მეგობარი მყავს. ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, ჩვენ უკვე მრავალი წელია ერთ სართულზე ვცხოვრობთ.

მანანას ქმარი ხშირად სვამს, ჩემ ქმარსაც უყვარს ბოთლისკენ გახედვა. ხოდა, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით ერთმანეთს.ცოტა ხნის წინ მანანამ ღვეზლები გამოაცხო და საღამოს ჩემთან მოვიდა ჩაის დასალევად და სალაპარაკოდ.

  • ოჰ, რას აკეთებს ჩემი თათა! სრულიად წავიდა ხელიდან! ვიღაც ღატაკზე აპირებს გათხოვებას!
  • რას ლაპარაკობ! ის ხომ ასეთი ჭკვიანი გოგოა – ინსტიტუტიც თვითონ დაამთავრა და მაგისტრატურაშიც თვითონ ჩააბარა! გათხოვების დრო კი ნამდვილად აქვს, ერთი საუკუნე ხომ ვერ იჯდება სახლში. შენ რატომ არ გიხარია ეს?
  • რა უნდა მიხაროდეს? გოგო ხომ მოსიყვარულე უნდა იყოს? ჩემი თათა კი არასოდეს ყოფილა მოსიყვარულე. ბავშვობაში ხშირად ვსჯიდი, ის ტიროდა, მაგრამ ბოდიშს არასდროს იხდიდა, პატიებას არ ითხოვდა. მგლის ნაშიერივით კუთხეში იჯდა და დუმდა.

რანაირი ხასიათი აქვს! არასოდეს მოვა ჩემთან, არასოდეს ჩამეხუტება. ერთხელაც კი არ უთქვამს, რომ ვუყვარვარ.ცოტა რომ წამოიზარდა, მბრძანებლობა დაიწყო. მთხოვდა, რომ მისთვის ახალი ტანსაცმელი მეყიდა. რაში სჭირდებოდა? ის არსად არ დადიოდა სკოლის გარდა! ვუთხარი, რომ ფულს მე ვმუშაობდი და ჩემთვის ვიყიდიდი ტანსაცმელს, ის კი ჯერ არ მუშაობდა და ამიტომ, რაც ჰქონდა ის უნდა ჩაეცვა. შემდეგ მთხოვდა, რომ მისთვის ტანსაცმელი იმ ფულით მეყიდა, რომელსაც მას მამამისი ალიმენტის სახით უგზავნიდა.

შენ ხომ გახსოვს, ერთი პერიოდი მე და შოთა ცალ-ცალკე რომ ვცხოვრობდით? ის ფულით გვეხმარებოდა. იმ ფულს ბანკში ვაგროვებდი, თათას მზითვისთვის. ვინ იცოდა, რომ ამ ფულით ახლა მხოლოდ ერთხელ შევძლებდი მაღაზიაში წასვლას?! როგორ მოგვატყუა სახელმწიფომ…

მე ძალიან არ მინდოდა, რომ ინსტიტუტში ჩაებარებინა, მან კი დაიჟინა და მაინც თავისი გაიტანა. ახლა ასპირანტურაში სწავლობს. ცოლად ვიღაც ღატაკ ასპირანტს მიჰყვება.როგორ ვოცნებობდი, რომ თათა მდიდარ კაცს გაჰყვებოდა ცოლად და მეც დამეხმარებოდა! მე ხომ ძალიან მინდოდა ჩემთვის ახალი ბეწვის ქურქის ყიდვა და საზღვარგარეთ დასასვენებლად გამგზავრება.განა რამდენი უნდა ვიცოცხლო! ჩემი თათა კი ამბობს, რომ სიყვარულით უნდა გათხოვდეს. რა ესმის მას!

მე სიყვარულით გავთხოვდი. და რა? რა ბედნიერება მომიტანა ამან? მას გაახსენდა, რომ ერთხელ ქურდობაში დავადანაშაულე, როდესაც ჩვენი სახლიდან დიდი თანხა დაიკარგა. მე უბრალოდ სხვა ადგილას დავდე და დამავიწყდა. გაახსენდა, რომ ყველა მისმა კლასელმა შეიტყო ამის შესახებ და შემდეგ ყველა ალმაცერად მას უყურებდა, როდესაც კლასში რაღაც დაიკარგა! მე რა შუაში ვარ? ახლაც განაწყენებულია ჩემზე, რომ ფულის პოვნის შემდეგ ბოდიში არ მოვუხადე.

ეგღა მაკლდა, ამ პატარა ბავშვისთვის ბოდიში მომეხადა! მე მისი დედა ვარ, ესე იგი, ჩემთვის ყველაფერი შეიძლება!როგორ მინდოდა, რომ სიბერეში მაინც მეცხოვრა ნორმალური ცხოვრებით. ახლა კი რა? ამ ღატაკს გაჰყვება ცოლად და მე ამ ყველაფრის გარეშე დავრჩები.

რანაირი შვილია ჩემი თათა! როგორი გავიზარდე! ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე ყველაფერს თავად მიაღწევენ დ ყველაფერი კარგად იქნება!რანაირი შვილი მყავს? დედაზე საერთოდ არ ფიქრობს. ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.მე მას ვუთხარი: “ძალიან ცუდი შვილი ხარ! შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, ჩემზე კი საერთოდ არ ფიქრობ!”

მან მიპასუხა: “მე შენ ისე გექცევი, როგორც იმსახურებ!”

  • აი, რა ვუყო მას? შენი ქალიშვილი როგორ იქცევა? – მკითხა მანანამ.
  • რა ვიცი, თითქოს ნორმალურად. სტუმრად მეძახის, შვილიშვილს უნდა მივხედო ერთი კვირა!

ჩემი მეზობელი რომ წავიდა, ჭიქები გავრეცხე და დასაძინებლად დავწექი. უკვე ჩაძინებისას გამახსენდა, როგორ ექცეოდა მანანა მთელი ამ წლების განმავლობაში თავის ქალიშვილს და გადავწყვიტე, რომ თათა სწორად ექცეოდა მას. მას სრული უფლება აქვს ცოლად გაყვეს იმას, ვინც უყვარს. დედას კი თავისუფლად შეუძლია ძველი ბეწვის ქურქით იაროს.