ძლიერი შელოცვა. თუ მტრების მოქმედების განულება გსურთ, დანა საყინულეში შეინახეთ

8844

ზოგჯერ ადამიანებს შორის ნამდვილი მტრობა ჩაღდება. მიზეზი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, ხოლო შედეგი ყოველთვის უსიამოვნოა. მტრობა და სიძულვილი ყოველთვის ბადებს დიდ ნეგატიურ ენერგიას, რაც დამანგრეველია. გთავაზობთ შელოცვას მტრების წინააღმდეგ, რომელიც თქვენი ცხოვრებიდან ნეგატივის მოშორებაში დაგეხმარებათ. Paparazzi გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ ცხოვრებაში ბალანსი და ჰარმონია დაიბრუნოთ.

შელოცვა მტრების წინააღმდეგ – მტრობას კარგი არასდროს მოუტანია, ამიტომ თავიდან უნდა აიცილოთ. თუ გსურთ, რომ მტერმა თქვენთვის ზიანის მოყენება შეწყვიტოს, ერთი მარტივი რიტუალი შეასრულეთ. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია.

რიტუალისთვის დაგჭირდებათ დანა. სასურველია, არა უბრალო სამზარეულოს დანა, არამედ სუფრის ნაკრებიდან იყოს. აუცილებელია არაა, რომ ახალი ან განსაკუთრებული იყოს. ნებისმიერი გამოგადგებათ, რომელიც ხელთ გაქვთ. დრო გამოყავით. ხელი არავინ უნდა შეგიშალოთ. მთვარის ფაზებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რადგან რიტუალის რაღაცის მოშორებაზეა, კლებად მთვარეზე გააკეთეთ. ეფექტი გაძლიერდება. თუ ბევრი მტერი გყავთ, აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტ პრობლემას გიქმნით.

მოკლედ, აიღეთ დანა და წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანთან თქვენი მტრობაა. ვიზუალურად წარმოიდგინეთ, მასში მთელი გრძნობა ჩადეთ. დანა მარცხენა ხელში დაიჭირეთ. იგრძენით ემოციების მთელი სპექტრი, რომელიც ამ მტრობას მოაქვს. როცა ამ ყველაფერს წარმოიდგენთ, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „როგორც ლითონი ყინვაში იყინება, ასე მტერი ჩემი (სახელი) ჩემ მიმართ გაცივდება, მისი ვნება დაცხრება, ჩემს სახელს დაივიწყებს. ჭეშმარიტად,“ ამ სიტყვებით მთელი ემოციები დანაზე გადაიტანეთ. თუ მეტი დრო გჭირდებათ, ფრაზა სამჯერ გაიმეორეთ. დანა საყინულეში 1 თვით ან უფრო დიდხანს შეინახეთ. ერთ თვეში თქვენს შორის მტრობა ან მთლიანად გაქრება ან შესამჩნევად დაცხრება. 1 თვეში დანა საყინულიდან აიღეთ. მარილიან წყალში გარეცხეთ და ოჯახში კვლავ გამოიყენეთ.

მტრის წინააღმდეგ შელოცვა თქვენი ცხოვრებიდან გააქრობს ნეგატივს, რომელიც უსიამოვნო ადამიანს უკავშირდება. იმედი გვაქვს, ცხოვრებაში ჰარმონიას და ბალანსს დაიბრუნებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს