საფირმო რეცეპტი. ბორშის მომზადების ყველაზე სწორი მეთოდი

0
279

ალბათ, ყველა დიასახლისი ფიქრობს, რომ მას უგემრიელესი ბორში გამოსდის. გარკვეულწილად ასეც არის. ყველა მომზადებისას ძვირფასი ადამიანების მიმართ სიყვარულს და ზრუნვას წვნიანში დებს. გიზიარებთ რეცეპტს, რომელიც საუკეთესოდ მიგვაჩნია. Paparazzi გიამბობთ, რა არის იდეალური ბორშის გასაღები და როგორ მოვამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ძროხის ხორცი
  • 1 თავი კომბოსტო
  • 2 სტაფილო
  • 2 ჭარხალი
  • ხახვი
  • 1 დიდი კარტოფილი
  • 1 ს/კ პომიდვრის პასტა
  • დაფნის ფოთოლი
  • წითელი და შავი წიწაკა
  • მარილი
  • კამა და ოხრახუში
  • 1 ს/კ ერბო

მომზადების წესი:

  1. ერბო სქელძირიან ღრმა ქვაბში მოათავსეთ. მასში დაჭრილი ხახვი შეწვით. როცა შეწითლდება, წიწაკა და პომიდვრის პასტა დაუმატეთ. რამდენიმე წუთით შეწვით, შემდეგ გახეხილი სტაფილო დაუმატეთ.
  2. კომბოსტო დაჭერით, ხახვსა და სტაფილოს დაუმატეთ. აურიეთ, თავსახური დაახურეთ და რამდენიმე წუთით ჩაშუშეთ.
  3. ამ დროში კარტოფილი გათალეთ და კუბებად დაჭერით. როცა კომბოსტო ოდნავ მოიშუშება, კარტოფილი დაუმატეთ.
  4. ძროხის ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით და მარილიან წყალში მომზადებამდე ხარშეთ. ხორცი ბოსტნეულს დაუმატეთ. ბულიონი, რომელშიც ხორცი იხარშებოდა, დაასხით. დაფნის ფოთოლი დაუმატეთ.
  5. აურიეთ, ბოლოს გახეხილი ჭარხალი დაუმატეთ. აურიეთ, ცოტა მარილი გემოვნებით მოაყარეთ და მომზადებამდე ხარშეთ. სულ ბოლოს დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ.

ბორში ძალიან არომატული და ნაჯერი ფერის გამოვა. ცოტა ხნით გააჩერეთ და სუფრაზე გატანის წინ არაჟანი დაუმატეთ. სასწაული კერძი მზადაა. ვფიქრობთ, რომ ბორშის მომზადებისაც მხოლოდ ერთ რეცეპტზე ჩაციკვლა არ ღირს. რაღაც ახალი სცადეთ, ექსპერიმენტები ჩაატარეთ. უჩვეულო ინგრედიენტები წვნიანის გემოს ცვლის და ხიბლს მატებს. ბორშის მომზადებას განსხვავებულად მიუდექით და ყოველთვის უცხო მხარეს აღმოაჩენთ.