მთელ ბინას საავტომობილო ქიმიით ვწმენდ: 6 ხრიკი

0
191

ავტომოყვარულები საკუთარ „მერცხლებზე“ ყოველთვის მღელვარედ ზრუნავენ, ხოლო სხვადასხვა საავტომობილო ქიმია ამაში ეხმარებათ. სხვადასხვა საპრიალებელი, ზედაპირის გამწმენდი, საპოხი მასალა და სხვა საშუალება მზრუნველი მძღოლის კოლექციაში შეგიძლიათ იპოვოთ. იცით, რომ ავტოქიმია და ავტოკოსმეტიკა საოჯახო საქმეში შეგიძლიათ გამოიყენოთ? ეს საშუალება უფრო ეფექტურია, ვიდრე ნაქები და რეკლამირებული სახლის საწმენდი და ლაქის ამომყვანი საშუალებები. Paparazzi გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ საავტომობილო ქიმია ყოველდღიურობაში, რომ ჭუჭყი და სხვა სახის პრობლემა მოიშოროთ.

საავტომობილო ქიმია: როგორ გამოვიყენოთ ყოველდღიურად

  1. ქაფიანი გამწმენდი – თუ თქვენი ავტომობილის სავარძლის გადასაკრავზე ზრუნავთ, ასეთი საშუალება ნამდვილად გაქვთ. არა მხოლოდ მანქანაში სავარძლებს უმკლავდება. ქაფიანი გამწმენდი სახლში ხალიჩის, სავარძლის და დივნის საწმენდად გამოიყენეთ. იდეალურია ფეხსაცმლისთვის და უმკლავდება იქ, სადაც სხვა საშუალება უძლურია. უბრალოდ ქაფი ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით, რამდენიმე წუთით მოიცადეთ, შემდეგ ჩვრით ან სალფეთქით გაწმინდეთ. როგორც ნაჭრის, ასევე ზამშის ფეხსაცმლისთვის შესაფერისია.
  2. WD-40 – ეს საშუალება სპეციალურად ავტომობილისთვის შექმნილი არაა, მაგრამ მძღოლებს განსაკუთრებით უყვართ. უნივერსალური საპოხი მასალა სახლშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, კარის და ავეჯის ჭრაჭუნის დროს, გაჭედილი ელვის შემთხვევაში. უხილავი გამოყენებაც არსებობს. მისი დახმარებით შემრევს ნადებს მარტივად მოაშორებთ. უბრალოდ წაუსვით, შეაზილეთ, შემდეგ ჩამორეცხეთ. შემრევი ახალივითაა!
  3. ანტიწვიმა – სანტექნიკისთვის გამოგადგებათ. თუ სუფთა შემრევს წაუსვამთ, დიდხანს ბზინვარე დარჩება. ქიმია შეგიძლიათ წაუსვათ ნიჟარას, რომელიც საპნის, კბილის პასტის და სხვა საშუალებების შხეფებით რეგულარულად იტანჯება. ის მშვიდად ჩამოიღვენთება, ლაქებს და ზოლებს არ დატოვებს. ანტიწვიმა ფანჯრის გარე მხარეს შეგიძლიათ წაუსვათ. ასე ძლიერი წვიმის შემდეგ სუფთა დარჩება.
  4. Vinet – მძღოლები ყურადღებას შეიძლება არ აქცევდნენ, მაგრამ პირდაპირ შეფუთვაზე წერია, რომ იატაკის საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. 1 ხუფი Vinet 1 ვედრო წყალში გახსენით და დალაგებას შეუდექით. იატაკი სუფთა გახდება და სახლი სასიამოვნო არომატით გაივსება. გარდა ამისა, რბილი ავეჯის საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  5. არომატიზატორი – თუ მანქანაში არომატიზატორის შეცვლას აპირებთ, ძველი არ გადააგდოთ. სახლში წაიღეთ, სადაც ბინასა და ტუალეტში ჰაერს კიდევ დიდხანს განაახლებს. სუნი ჩაკეტილი სივრცის გამო ნაჯერი იქნება.
  6. ტყავის კონდიციონერი და სილიკონი – მძღოლები სილიკონის სპრეით კარებში რეზინებს წმენდენ. სახლში პლასტმასის ფანჯრის შემამჭიდროებლისთვის გამოგადგებათ. უბრალოდ ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს წაუსვით და რეზინის შემამჭიდროებელი გაწმინდეთ. ტყავის სავარძლის კონდიციონერი ტყავის ავეჯის საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაორთქვლის საწინააღმდეგო საშუალებით სააბაზანო ოთახში სარკე გაწმინდეთ, რომ დიდხანს სუფთა დარჩეს.

როგორც ხედავთ, საავტომობილო ქიმია სახლში ძალიან საჭირო და სასარგებლო შეიძლება იყოს. გარდა ამისა, უფრო იაფია, ვიდრე საყოფაცხოვრებო ქიმია.