თაფლზე უფრო უნივერსალური პროდუქტის პოვნა გაგიჭირდებათ. სხვადასხვა თვისებების გამო მას როგორც კულინარიაში, ასევე სხვა სფეროებში იყენებენ. კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში აქტიურად გამოიყენება. თაფლის უჩვეულო გამოყენებამ შეიძლება გაგაოცოთ! Paparazzi გიამბობთ ამ ტკბილეულის გამოყენების 7 საოცარ მეთოდზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. ამის შემდეგ თაფლს არა მხოლოდ დესერტსა და ჩაის დაუმატებთ.
თაფლის უჩვეულო გამოყენება სხვადასხვა მეთოდით
- კუტიკულის დასატენიანებლად – ნატურალური თაფლი შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს და ფერმენტებს, რომელიც უხეშ კანს არბილებს და ატენიანებს. კარგი არჩევანია, თუ დახეთქილი კუტიკულა გაწუხებთ. 1 ჩ/კ თაფლი და 1 ს/კ ვაშლის ძმარი, ამდენივე ზეითუნის ზეთი აურიეთ. მიღებული ნარევი კუტიკულაზე წაისვით და 10 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- ჭრილობის სამკურნალოდ – თაფლს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. რეგენერაციის პროცესში დაგეხმარებათ. პატარა ნაკაწრებს სწრაფად ახორცებს. მისი დახმარებით ნაწიბური უფრო ღია რჩება ან ქრება. 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი აურიეთ, რომ ეფექტი დაინახოთ. ნარევი პრობლემურ ზონაზე წაისვით, 2 წუთით შეიზილეთ. ზემოდან ცხელი პირსახოცი სრულ გაცივებამდე დაიდეთ. პროცედურა ყოველ მეორე დღეს 1 თვის განმავლობაში გაიმეორეთ. შედეგი მოგეწონებათ!
- ნაბახუსევზე – საღამოს წვეულებაზე წასვლა დაგეგმეთ და უკვე ფიქრობთ, როგორი მტკივნეული იქნება დილა? თაფლიანი სასმელი ნაბახუსევს სწრაფად და ეფექტურად მოგაშორებთ. მარილწყლის და აბების ძებნა არ მოგიწევთ. მდუღარე წყალი პატარა კოჭის ფესვს დაასხით. 15 წუთში 2 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. ჩაი უზმოზე დალიეთ და შვებას იგრძნობთ. თაფლში შემავალი ფრუქტოზა ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, კოჭა გულისრევის შეგრძნებას აქრობს.
- სახის კანის დასატენიანებლად – თაფლი იდეალური დამატენიანებელი საშუალებაა. თაფლი ბევრი სახის ნიღბის შემადგენლობაში შედის. თავის მოვლის ელემენტარულ საშუალებას გთავაზობთ, რომელიც თქვენს კანს გამოკვებავს. ნახევარი ავოკადოს რბილობი ჩანგლით დაჭყლიტეთ. 1 ჩ/კ თაფლი შეურიეთ და ნარევი სახეზე 20 წუთით წაისვით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- თმის ზრდისთვის – თაფლით შეგიძლიათ მოამზადოთ საშუალება, რომელიც თმას გაასქელებს და ბზინვარეს გახდის. 1 ს/კ მდოგვის ფხვნილი თბილ წყალში ფაფის მიღებამდე გახსენით. 1 ჩ/კ თაფლი წყლის ორთქლზე გაადნეთ. გამდნარი თაფლი და 1 კვერცხის გული მდოგვის ფაფას დაუმატეთ. კარგად აურიეთ და თმის ძირებში წაისვით. 40 წუთში თბილი წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ.
- სუნთქვის გასაჯანსაღებლად – პირის ღრუს ეფექტური სავლები სახლში მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ. მთავარია, თაფლი გქონდეთ. ტექნოლოგია ძალიან მარტივია. 1 ს/კ თაფლი 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ. მზა ნარევი 1,5 წუთით ყელში გამოივლეთ. თაფლის ანტისეპტიკური ნივთიერებები ბაქტერიებს ანადგურებს და სუნთქვას აჯანსაღებს.
- იმუნიტეტის გასაძლიერებლად – ხშირად სურდოს დროს თაფლს ჩაის ვუმატებთ. უმჯობესია, რომ თაფლი პროფილაქტიკისთვის გამოიყენოთ და ამით დაავადებები თავიდან აიცილოთ. იმუნიტეტის გაძლიერებაში მარტივი და გემრიელი სასმელი დაგეხმარებათ. 1 ჭიქა თბილი წყალი, 1 ს/კ თაფლი, 1 წვეთი ლიმონის წვენი და მწიკვი დარიჩინი აურიეთ. ნარევი დილით დალიეთ, რომ სურდო დაივიწყოთ.
როგორც ხედავთ, თაფლი ნამდვილად უნივერსალური პროდუქტია, რომელიც ჯანმრთელობის და სილამაზის შენარჩუნებაში გვეხმარება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს