რძიანი კაკაო ნალექის გარეშე. ღვთაებრივი სასმელის მომზადების საიდუმლო

0
365

კაკაო ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო სასმელია, მაგრამ ბევრს არ უყვარს. ამას ლოგიკური ახსნა აქვს. პირველ რიგში, ბევრი უნდა იწვალოთ, რომ ნამდვილად ხარისხიანი კაკაოს ფხვნილი მოძებნოთ. მეორეც, რძიანი სასმელის მომზადება ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პროფესიონალ ბარისტასაც ყოველთვის არ გამოდის. კაკაოს სახლში მომზადებაზე არაფერს ვამბობთ. Paparazzi გიზიარებთ რჩევებს, როგორ მოამზადოთ რძიანი კაკაო შეცდომების გარეშე. წესები დაიცავით და გემრიელ სასმელს საძულველი ფირის და ზედმეტი ნალექის გარეშე მოამზადებთ.

როგორ მოვამზადოთ კარგი კაკაო: მთავარი შეცდომები – უმეტესობა ჩვენგანი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. სწორედ ამიტომ, წაიკითხეთ და გაიგეთ, როგორ არ ღირს გაკეთება.

  • კაკაოს ფხვნილი ცხელ რძეს არ დაუმატოთ. ასე შოკოლადის გემო და ნაჯერი არომატი შეგიძლიათ დაივიწყოთ. ასეთ სასმელში აუცილებლად ჩნდება კოშტები, ხოლო ზედაპირზე რძის ფირი, რომელიც ბევრს ბავშვობიდან აღიზიანებს.
  • კაკაოს ფხვნილი ჭიქაში არ ჩაყაროთ და შემდეგ მდუღარე რძე არ დაასხათ. ამ მეთოდით მომზადებისას კაკაოს გემო ნახევრად იხსნება. შაქრის დამატება სიტუაციას ვერ გამოასწორებს.
  • კაკაოს მზა ნარევი არ იყიდოთ. ასეთ ნახევრად მზა პროდუქტში მხოლოდ კონსერვანტები, გამასქელებლები და სტაბილიზატორები შედის. ასე უხარისხო, ზოგჯერ მავნე სასმელს მიიღებთ.

როგორ შევარჩიოთ კაკაოს ფხვნილი – პირველ რიგში, ხარისხიანი კაკაოს ფხვნილი წვრილად დაფქული უნდა იყოს. თითებს შორის დასრესვისას კანზე არ უნდა რჩებოდეს და მტვრად არ უნდა იქცეს. გემო ყოველთვის გასინჯეთ. თუ უცხო გემო და ზედმეტი სიტკბო არ აქვს, ფხვნილი კარგია. კაკაოს შენახვის ტემპერატურა 15-20 გრადუსია, ხოლო შენახვის ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ნატურალური კაკაოს ფხვნილი იყოფა ფერის მიხედვით: მუქი (ალკალიზებული) და ღია (ნატურალური).პირველი ვარიანტი ცომეულში ხშირად გამოიყენება, ღია კაკაოს ფხვნილი – სასმელში. ეს არჩევისას გაითვალისწინეთ. დღეს შედარებით ხარისხიან კაკაოს ფხვნილს ამზადებენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კამერუნი, მალაიზია, ინდონეზია, ბრაზილია, ნიგერია და კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა.

გემრიელი კაკაოს სწორი რეცეპტი – სასმელებში გამოცდილი ხალხი გირჩევთ, რომ ჯერ კაკაოს ფხვნილი და შაქარი აურიოთ. შემდეგ ღრმა ტაფაში მოათავსოთ, ცოტა ცხელი წყალი დაასხათ და ქურაზე დადგათ. სასმელი ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ცხელი რძე დაასხით. როცა კაკაო კარგად გაიხსნება და სუსტ ცეცხლზე გაცხელდება, ქურიდან გადმოდგით და სათქვეფით ათქვიფეთ. ეს ბუშტების გაჩენამდე გააგრძელეთ. ბოლოს დარიჩინით, მარშმელოუთი ან მწიკვი ილით გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით!

გახსოვდეთ, რომ კაკაო ორგანიზმს სპილენძით და მაგნიუმით ამდიდრებს. ასეთი ფხვნილი განწყობას ამაღლებს, ქრონიკულ დაღლილობას აქრობს, ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებს. თუ ასთმა, დიაბეტი და მაღალი წნევა გაწუხებთ, ნომერ პირველი პროდუქტია. მთავარია, ზომიერება დაიცვათ.