ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავენ

0
3876

ყველა ზოდიაქოს ნიშანს ძლიერი ინტუიცია არ აქვს, კიდევ უფრო ნაკლებს – ჯადოქრობის უნარი. ვარსკვლავებმა წინასწარმეტყველური სიზმრების ხედვის ნიჭი მხოლოდ 3 ზოდიაქოს ნიშანს მისცეს. მათი სიზმრები საოცარი სიზუსტით ხდება, ახსნაც საჭირო არაა.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავენ

  • ქალწული – საოცარი ინტუიცია აქვს. ზუსტად გრძნობს, რომელი გადაწყვეტილება მიიღოს. ვარსკვლავები ქალწულს ხილული სიზმრებით მინიშნებებს აძლევენ. ასეთ სიზმრებს ხშირად ხედავენ, მაგრამ ყოველთვის ვერ იმახსოვრებენ. ძალიან საქმიანია, ამიტომ ასობით სხვა რამეზე ფიქრობს, რაც რაციონალურ ქალწულს იმქვეყნიურ სამყაროში ჩახედვაში ხელს უშლის. არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ახლობლებისთვის მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია. ემპათიური ნიშანია, რომელიც ახლობლების ბედზე დარდობს. სიზმრებში ხედავს გაფრთხილებას, მათ შორისა ოჯახის და მეგობრებისთვის. ქალწულმა საკუთარ თავს უნდა მოუსმინოს. ასე გრძნეულ სიზმრებს უფრო ხშირად ნახავს.
  • ლომი – რამდენი ნიჭი აქვს ლომს. წინასწარმეტყველური სიზმრები გამონაკლისი არაა. ლომს განვითარებული ინტუიცია და წარმოსახვა აქვს. ცეცხლოვან ნიშანს შეუძლია, რომ ერთი პრობლემა სხვადასხვა კუთხიდან დაინახოს, რაც სწრაფად მოგვარებაში ეხმარება. ლომს უარყოფითი მხარეც აქვს. ზოგჯერ საკმაოდ ეჭვიანი ხდება და ბუზიდან სპილოს აქცევს. ამის გამო უძილობა ხშირად აწუხებს. თუ მაინც მორფეუსის ჯადოქრობა მოიცავს, ხილული სიზმრები არ დააყოვნებს და მიანიშნებს, როგორ გამოძვრეს ამა თუ იმ სიტუაციიდან.
  • თხის რქა – უფრო მშვიდი და თავდაჯერებული ადამიანის პოვნა გაგიჭირდებათ. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ მისი ცხოვრება კარგად შედგენილი სცენარის მიხედვით ვითარდება, რომლის შესახებ თხის რქამ წინასწარ იცის. იქნებ, ასეც არის. ამ ზოდიაქოს ნიშანს ხომ წინასწარმეტყველური სიზმრები ესიზმრება. მისთვის გაუთვალისწინებელი სიტუაციები არ არსებობს. თუ გყავთ მეგობარი, რომელიც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულია, იცით, რომ ის ყოველთვის კარგ რჩევას იძლევა. შემთხვევითი წინადადება ყოველთვის მართალი ხდება. სამყარო თხის რქას ეხმარება, ისიც თავის შესაძლებლობას სხვების სასიკეთოდ სიამოვნებით იყენებს.

წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა ნიჭია, რომელსაც ყველა არ ფლობს. დროდადრო რეალური სიზმრები ყველას გვესიზმრება, მაგრამ ამით წინასწარმეტყველები არ ვხვდებით. მომავლის დანახვა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ.