ყველას არ შეუძლია, რომ ქალი საჩუქრით გაახაროს. ამას ფანტაზია, ქალის სურვილების და მოთხოვნების ცოდნა სჭირდება. უნდა დაფიქრდეთ, ქალს საჩუქარი ხომ არ გააბრაზებს, იმედგაცრუებას ხომ არ მოუტანს. ცუდი საჩუქარი არა მხოლოდ კარადის შორეულ კუთხეში ინახება, არამედ ხალხური ცრურწმენით უსიამოვნების მოტანა შეუძლია.
ცუდი საჩუქრები და მათთან დაკავშირებული ცრურწმენები
- მარგალიტი – მშვენიერი ქვაა. საყვარელი ქალის ყელზე ყელსაბამი მარგალიტის მძივებით ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ასეთის ჩუქება არ შეიძლება. ეს ძველ ბერძნულ მითს უკავშირდება. მარგალიტი ზღვის ნიმფის ცრემლად ითვლება. წესიდან გამონაკლისი: თუ მარგალიტი ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლური ქვაა. სხვა შემთხვევაში ასეთ საჩუქარზე უარი თქვით.
- პირადი ჰიგიენის საშუალებები – საპონი, შხაპგელი, ნიღაბი და კოსმეტიკა კარგი, მაგრამ ძალიან პირადული საჩუქარია. ასეთი მხოლოდ ახლობელს შეგიძლიათ აჩუქოთ. ამ შემთხვევაშიც რისკავთ. ცრურწმენის მიხედვით, მსგავსი საჩუქარი ტაბუა. ამბობენ, რომ მათ კამათი და ავადმყოფობა მოაქვს. თუ საჩუქრის მიმღებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, რაღაც სხვა აჩუქეთ.
- ხელსახოცი – როგორი ლამაზი და საყვარელი ხელსახოციც არ უნდა იყოს, მისი ჩუქება არ შეიძლება. თუნდაც დიდებული ქსოვილი და ძვირადღირებული იყოს, ხელსახოცი ცუდი ნიშანია. მიმღებს ცრემლებს, დარდს და იმედგაცრუებას მოუტანს. პატარა ხელსახოცის ნაცვლად აჩუქეთ დიდი შარფი, რომელსაც ყელზე შემოიხვევს. ეს დღესასწაულის და სიხარულის სიმბოლოა.
- სავარცხელი – ერთი შეხედვით უწყინარ საჩუქარს არც თუ ისე უწყინარი ქვეტექსტი აქვს. წვრილკბილებიანი სავარცხლის ჩუქება კატეგორიულად აკრძალულია. როგორც დანა, ნემსი და ძაფი, ისიც ჯადოს გასაკეთებლად გამოიყენება. ძველად სავარცხელს მხოლოდ მტერს ჩუქნიდნენ, რომ მეგობრებთან ან ოჯახთან ეკამათათ. თუნდაც ნიშნების არ გჯეროდეთ, ასეთი საჩუქრისგან თავი შეიკავეთ.
- საათი – ბევრმა იცის, რომ საათი განშორების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, მისი ჩუქება არ შეიძლება, რომ მასთან განშორება არ გამოიწვიოთ. საათი სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს, ახლო დასასრულს წინასწარმეტყველებს. თუ ქალს საათი დღესასწაულზე ძალიან სურს, სანაცვლოდ თეთრი სთხოვეთ. ასე გამოვა, რომ საჩუქარი თქვენგან იყიდეს და უბედურებას არავის მოუტანს.
- სარკე – როგორც სავარცხელი, სარკე მისტიური ნივთია. მასზე მკითხაობენ და ჯადოქრობენ, რადგან სარკე იმქვეყნიური სამყაროს პორტალად ითვლება. ამბობენ, რომ თუ ზრდასრული ქალი ახალგაზრდას სარკეს აჩუქებს, სილამაზეს წაართმევს. ეცადეთ, რომ ასეთი საჩუქრები უფროსი მეგობრებისა და ნათესავებისგან არ მიიღოთ.
- სახლის ჩუსტები – ერთი შეხედვით, საყვარელი საჩუქარია, სანამ მნიშვნელობას არ გაიგებთ. სახლის ჩუსტების გაცემით, მძიმე ავადმყოფობას და ნაადრევ დასასრულს იწვევთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩუსტები თეთრი ფერისაა.
როგორი სკეპტიკოსიც არ უნდა იყოთ და ცრურწმენების არ გჯეროდეთ, არავინ იცის, როგორ მიიღებს ქალი საჩუქარს. იქნებ, თავად ცრუმორწმუნეა. სწორედ ამიტომ, ნეგატიური ქვეტექსტის მქონე საჩუქრებისგან თავი შეიკავეთ. რაღაც ნეიტრალური აირჩიეთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, სერთიფიკატი ან ფული აჩუქეთ. ეს ყოველთვის წაუგებელი ვარიანტია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს