არომატი სახლში: რა სუნი უნდა ტრიალებდეს სახლში, რომ სიმდიდრე და სიუხვე მოიზიდოთ

0
3121

სასიამოვნოა მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მისვლა თბილ სახლში, რომელიც მყუდროების და კომფორტის სუნით სავსეა. არომათერაპია სტრესთან და ნეგატიურ ფიქრებთან გამკლავებაში გვეხმარება. სუნებს სიმდიდრის და სიუხვის მოზიდვა შეუძლიათ. Paparazzi გიამბობთ, რა სუნი აქვს ბინას, რომლის მფლობელი ფინანსურად წარმატებულია.

სუნები სახლისთვის

  • პიტნა – დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. პიტნის ჩაის ღამით ვადუღებთ და ამ არომატული მცენარის ქოთანს სამუშაო მაგიდასთან ვდებთ, რომ სტრესი თავიდან ავიცილოთ. ეს რწმენა უძველესი დროიდან მოდის, როცა მცენარეს ბაზრობაზე წვავდნენ, რომ ხელგაშლილი კლიენტები მოეზიდათ. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ პიტნა ფინანსებზე პასუხისმგებელ ენერგეტიკულ არხებზე პოზიტიურად მოქმედებს. რატომ არ გამოვიყენოთ პიტნის სასარგებლო თვისებები სახლში? პიტნის ეთერზეთი იყიდეთ და სახლში რამდენიმე ადგილას წაუსვით. საფულეზე წასმა არ დაგავიწყდეთ.
  • სანდლის ხე – სანდლის ხე ინდოეთში წმინდა არომატად ითვლება. ძლიერი სუნია ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად. სასარგებლოა ბიზნესმენებისთვის, რადგან არომატი პარტნიორთან ურთიერთობას ალაგებს, ინვესტიციებს იზიდავს. სანდლის ხის სურნელი დაღლილობას აქრობს და სასიცოცხლო ძალებს გვანიჭებს. სანდლის არომატული ჩხირები ოფისში ან სახლში დაწვით, რომ ბევრი ფული მიიღოთ.
  • დაფნა – დაფნა სიმდიდრის თილისმად ითვლება. ჩვეულებრივი დაფნის ფოთოლი, რომელიც სამზარეულოში ყველას აქვს, ფულის მოზიდვაში დაგეხმარებათ. ამისთვის დაფნის ფოთოლი საფულეში ჩაიდეთ. მისი სუნი ტვინს სტიმულირებს, კრეატიული იდეების დაბადებას ხელს უწყობს, რაც კარგად გამომუშავებაში დაგეხმარებათ.
  • ფორთოხალი – სიხარულის და პოზიტივის ციტრუსი. მისი სუნი და გემო განწყობას ამაღლებს, ნერვულ სისტემას ამშვიდებს და კონცენტრირებას ხელს უწყობს. ფორთოხლის არომატი სამსახურში ფინანსური წარმატების და ოჯახში სიუხვის მაგნიტია. ციტრუსის არომაზეთი შეიძინეთ. ეს ფორთოხლის, ლიმნის და გრეიფრუტის ნარევია. ფერადი და ახალი ხილის არომატის კომბინაციას ფულის ფორმულას უწოდებენ.
  • რეჰანი – არომატული სუნელი იტალიური კერძებისთვის. ბალახი განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. მისი სუნი თავდაჯერებულობას, ენერგიას და შრომისუნარიანობას ზრდის. ამ მცენარის არომატი თქვენს ცხოვრებაში შეძლებულ ხალხს მოიზიდავს. ისინი ფინანსური წარმატების მიღწევას შთაგაგონებენ.
  • მუსკატის კაკალი – მუსკატის კაკლის სუნი ცნობილია, როგორც ეიფორიის სუნი. ეს შეიძლება იყოს სასიყვარულო ვნება ან ფინანსური წარმატებისგან თავბრუსხვევა. მუსკატის კაკლის არომატი სახლში ან ოფისში გამოიყენეთ, თუ ფინანსური სირთულეები გაწუხებთ. მუსკატის კაკალი შიშს და ეჭვებს აქრობს. მკითხავებს შორის არსებობს ფულის რიტუალი მუსკატის კაკლით. მსხვილ ფულს არომაზეთი უნდა წაუსვათ და თქვათ: „დაე, წარმატება და ფული მოვიდეს“. შემდეგ ეს ფული საფულეში უნდა ატაროთ, არ გადაცვალოთ.
  • ჟასმინი და ილი – გაზაფხულის ყვავილის, ჟასმინის სუნი ქალის ცხოვრებაში შეძლებულ მამაკაცს იზიდავს. ექსპერტები ტყუილად არ გირჩევენ, რომ ჟასმინი არა მხოლოდ სახლის არომატად გამოიყენოთ, არამედ პარფიუმში მისი ნოტები გაითვალისწინოთ. ილი მამაკაცის სუნად ითვლება. ის ქალებს მოსწონთ და კარიერულ წარმატებას ხელს უწყობს.
  • სალბი – მუსკატის სალბი თილისმაა მათთვის, ვისაც არა მხოლოდ გამდიდრება, არამედ ძალაუფლების და დიდების მოპოვება სურს. ეს სუნი ნეგატივისგან, ჭორებისგან დაგიცავთ, თავდაჯერებულობას და წარმატებას მოგიტანთ. თუ სალბის არომაჩხირს საღამოს დაწვავთ, მცენარის სუნი მთელი დღის სტრესს მოგაშორებთ.

არომატები სახლისთვის ბევრს ნიშნავს მათთვის, ვინც ამაში ერკვევა. ახლა იცით, რა სურნელი უნდა ტრიალებდეს სახლში, რომ ფული მდინარესვით მოდიოდეს. სიუხვეს და წარმატებას გისურვებთ!