ნიკოლოზ, შვილო, გაიღვიძე! ძალიან გთხოვ! – სიზმარში გაიგონა ნიკოლოზმა დედამისის ხმა. ბიჭმა თვალები გაახილა და კაშკაშა ფარები დაინახა

0
47318
  • ნიკოლოზ, შვილო! როგორ ხარ? ხომ კარგად ხარ?
  • დიახ დედა, ყვლაფერი კარგადაა. კარგად ვარ. ამდენს ნუ ნერვიულობ.
  • რაღაც მშვიდად ვერ ვარ! რაღაცნაირი ცუდი შეგრძნება მაქვს.
  • დამშვიდდი. ყველაფერი კარგად არის, ნუ ნერვიულობ, თორემ წნევა აგიწევს. ყველაფერი კარგად არის. კარგი დედა, უნდა წავიდე. თავს გაუფრთხილდი.
  • გმადლობ, შვილო! შენც ყურადღებით და ფრთხილად იყავით! – უთხრა დედამ.
  • დროებით. მალე შევხვდებით. ერთ კვირაში შვებულება მაქვს! შეხვედრამდე!

ნიკოლოზმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და თავის პარტნიორთან მივიდა.ნიკოლოზი და ლაშა მძღოლები იყვნენ. ორი დღის მანძილზე უძილოდ და დასვენების გარეშე მოძრაობენ. მეთაურის ბრძანება იყო: ტვირთი ზუსტად მითითებულ დროს მიეწოდებინათ.ნიკოლოზიც და ლაშაც ძალიან დაღლილები იყვნენ და დაძინება უნდოდათ, მაგრამ გზა უნდა გაეგრძელებინათ.ლაშამ ნიკოლოზი დაარწმუნა, რომ ერთი საათით მაინც დაეძინა. ნიკოლოზი დათანხმდა.

ის ძალიან დაღლილი იყო და უკვე რამდენიმე წუთში ძალიან ღრმა ძილით ჩაეძინა.ეტყობოდა, რომ მსოფლიოში ვერც ერთი ძალა ვერ გააღვიძებდა მას, ქვემეხის გასროლაც კი.ნიკოლოზს მშობლიური სოფელი ესიზმრებოდა: სახლი, აბაზანა, მდინარე, ტყე. და უცებ მან გაიგონა:

”ნიკოლოზ, შვილო გაიღვიძე! ძალიან გთხოვ!”

ბიჭმა თვალები გაახილა და მაშინვე დაინახა მომავალი მანქანის ფარების კაშკაშა შუქი.მან მოასწრო საჭესთან ჩაძინებული ლაშას ხელიდან საჭის ჩამორთმევა და მოატრიალა. მათ მოასწრეს საპირისპიროდ მომავალ მანქანასთან შეჯახების თავიდან აცილება. ლაშა მაშინვე ვერც კი მიხვდა, რომ ისინი კინაღამ დაიღუპნენ.

ამის შემდეგ ნიკოლოზს აღარ დაუძინია. დასასვენებლად ლაშა დაწვა.ნიკოლოზმაც და ლაშამაც გადაწყვიტეს, რომ ნიკოლოზის ასე დროულად გაღვიძება, უბრალოდ შემთხვევითობა იყო. ნიკოლოზი თავადაც ასე ფიქრობდა.მაგრამ როდესაც ერთი კვირის შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, უკვე სხვანაირად ფიქრობდა.დედამ უამბო, რომ იმ ღამეს საშინელი სიზმარი ნახა.

  • დიდი ხანი ვერ ვიძინებდი და ბოლოს, როდესაც ჩამეძინა, შენ დამესიზმრე. თითქოს მიდიოდა და საჭესთან ჩაგეძინა, შემხვედრ ზოლში გადახვედი, სადაც დიდი სატვირთო მანქანა მოძრაობდა. ძალიან შემეშინდა! სიზმარში ყვირილი დავიწყე: “ნიკოლოზ, შვილო, გაიღვიძე! ძალიან გთხოვ!” ცივმა ოფლმა გამაღვიძა. იმ ღამეს ვეღარ დავიძინე.

ნიკოლოზი მიხვდა, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, არ იყო უბრალო დამთხვევა. ის დედის სიყვარულმა გადაარჩინა. შორ მანძილზეც კი, დედის გულმა იგრძნო უბედურების მოახლოება და შვილს გადარჩენაში დაეხმარა.მაშინ ნიკოლოზი საპირისპიროდ მომავალი სატვირთო მანქანის ფარების შუქს არ გაუღვიძებია…