ეკა ხუთი წლის წინ გათხოვდა. ქმართან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. სამსახურშიც სრული წესრიგი იყო. ქალიშვილი იზრდებოდა, საბავშვო ბაღში დადიოდა. ნინის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან, მასწავლებელს ყოველთვის უჯერებდა.მოკლედ, ეკას აქაც სრული წესრიგი ჰქონდა. ცხოვრებით უნდა დამტკბარიყო, მაგრამ მის ცხოვრებაში იყო ერთ დიდი მაგრამ… დედამთილი. აი, ვინ უფუჭებდა ეკას ცხოვრებას ისე, რომ ის ძალიან ბერს ნერვიულობდა და ზოგჯერ ტიროდა.
დედამთილმა ქორწილის შემდეგ მაშინვე მოითხოვა, რომ ეკას მისთვის შვილიშვილი გაეჩინა. ეკას ამის გაკეთება არ უნდოდა. მას უნდოდა, რომ რამდენიმე წელი მაინც ემუშავა. მაგრამ, დედამთილს დაუთმო და გოგონა გააჩინა. მაგრამ დედამთილი შვილიშვილთან ძალიან იშვიათად მოდის, მხოლოდ დღესასწაულებზე.
ეს ყველაფერი არც ეკას ქმარს მოსწონდა, მაგრამ ცდილობდა არავისთან ეჩხუბა.დედამთილმა მოახერხა მათი ბინის გასაღების დუბლიკატის გაკეთება. ახლა მას საშუალება ჰქონდა მათთან ნებისმიერ დროს მისულიყო. ის ყველგან ცხვირს ჰყოფდა: ამოწმებდა, რა საჭმელს ამზადებდა ეკა, კარადებში იქექებოდა. სისუფთავეს ამოწმებდა ყველგან.ერთხელ ეკა სამსახურიდან ადრე დაბრუნდა და თავის ბინაში დედამთილი დახვდა. ის იატაკს რეცხავდა.
- აქ რას აკეთებთ? ჩვენს ბინაში როგორ მოხვდით? – გაკვირვებულმა ჰკითხა ეკამ დედამთილს.
- იატაკის გასაწმენდად მოვედი. შენ ხომ არ გცალია! ყოველთვის ათასი სისულელით ხარ დაკავებული. ვფიქრობ, ახლაც დაქალთან წასვლას აპირებ?!
- არსად არ ვაპირებ წასვლას!
დედამთილი ეკას ვერ პატიობდა იმას, რომ ის ორი თვის წინ თავის მეგობართან წავიდა ერთი დღით, სხვა ქალაქში.
- არ არის საჭირო აქ იატაკის გაწმენდა! მე თვითონ შემიძლია ამის გაკეთება! – თქვა ეკამ და სამზარეულოში გავიდა.მან მაცივარი გამოაღო და ადგილზე გაიყინა: წინა ღამით მოხარშული სუპის ქვაბი სადღაც გამქრალიყო.
- ვერაფერი გავიგე! სად გაქრა სუპი, რომელიც გუშინ მოვამზადე?
- მე გადავღვარე ეკა! რას აკეთებ?! სუპში ნიახურს რა უნდა? ეს უბრალოდ საშინელებაა! ჩემი შვილი ასეთ საჭმელს არ შეჭამს! შენ რა, მისი მოწამვლა გინდა? – უყვიროდა დედამთილი ეკას.
- რას ლაპარაკობთ! თქვენი შვილი ამ სუპს მადიანად მიირთმევს! წადით და ჩვენთან ნუღა მოხვალთ! თავს რის უფლებას აძლევთ! ყველაფერში ერევით! ვინ გთხოვთ ამის გაკეთებას? სასწრაფოდ წადით! და ჩვენი ბინის გასაღები მე დამიტოვეთ.
დედამთილს ძალიან ეწყინა, გასაღები ისროლა და წავიდა.როგორც კი სახლში მივიდა, მაშინვე დაურეკა ლაშას და ეკაზე საჩივარი უთხრა, მაგრამ ლაშამ თავისი ცოლი დაიცვა. მასაც ასე მიაჩნია, რომ დედა არ უნდა მიდიოდეს მათთან, როდესაც სახლში არ არიან და ყველაფერს თავის ნებაზე არ უნდა აკეთებდეს.
ეკა სამზარეულოში ახალ წვნიანს ამზადებს და ფიქრობს: “დამშვიდდება თუ არა ოდესმე ჩემი დედამთილი? კიდევ რამდენი უნდა ვიწვალო და ვითმინო ეს ყველაფერი?