ახალი სანტექნიკა სითეთრით და სისუფთავით გვახარებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იცვლება, პრიალა ზედაპირზე სიყვითლე ჩნდება. განსაკუთრებით აქტუალურია უნიტაზის საჯდომზე. იქ სიყვითლე სისუფთავის შეგრძნებას მაშინვე ანადგურებს, მაგრამ იმედი არ გაიცრუოთ და მაშინვე ახლის შესაძენად მაღაზიაში არ გაიქცეთ. არსებობს საიმედო მათეთრებელი საშუალება და თან არა ერთი. Paparazzi გიამბობთ, როგორ გაუმკლავდეთ სიყვითლეს ხელმისაწვდომი საშუალებებით.
მათეთრებელი საშუალებები – რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ უნიტაზის საწმენდი ჩვეულებრივი საშუალება გამოიყენოთ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამოცანას ყოველთვის ვერ უმკლავდება. ზოგჯერ უფრო ეფექტური რამ გვჭირდება. ამ შემთხვევაში შინაურული საშუალებები პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. უნიტაზის მათეთრებელი მეთოდების განხილვაზე გადავიდეთ.
- სოდა + ძმარი – ამ კომბინაციას გვერდს ვერ აუვლით. მოსახერხებელია, თუ საჯდომის მოხსნა და რაიმე ჭურჭელში მისი გარეცხვა შეგიძლიათ. თუმცა ამის გარეშეც გაუმკლავდებით. ლაქების მოსაშორებლად სუფრის ძმარი წაუსვით და 30 წუთით გააჩერეთ. ძმარი პულვერიზატორში ჩაასხით და ისე შეასხურეთ, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს. ფრთხილად იყავით, რომ თვალსა და პირში არ მოგხვდეთ. შემდეგ სოდით კარგად გახეხეთ, ისევ ძმარი წაუსვით და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ჯაგრისით გახეხეთ და ჩამორეცხეთ. ასე ყვითელ ლაქებს მოაშორებთ. იგივე საშუალება სხვაგვარად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჯერ სოდა უხვად მოაყარეთ და ჯაგრისით კარგად გახეხეთ, შემდეგ ძმარი დაასხით და 30 წუთით გააჩერეთ. ბოლოს ჩამორეცხეთ. სიყვითლე გაქრება და უნიტაზი სისუფთავით იბრწყინებს.
- კოკა–კოლა – უცნაურია, მაგრამ სასმელი სახლის დალაგებაში დაგეხმარებათ. უნიტაზის საჯდომი მოხსენით და ჩადეთ ხსნარში: 2 ლ სასმელი და 2 პაკეტი ლიმონმჟავა. მთელი ღამე გააჩერეთ. დილით წყლით კარგად გარეცხეთ.
- ბელიზნა – საუკეთესო საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ. სიყვითლეს და ნებისმიერ სხვა ჭუჭყს უმკლავდება. ხსნარი ჭუჭყიან ადგილებს წაუსვით და 30 წუთში კარგად ჩამორეცხეთ. სიყვითლე უბრალოდ აორთქლდება. უსაფრთხოების წესები დაიმახსოვრეთ. ხელთათმანი აუცილებლად გაიკეთეთ. საშუალების თვალსა და ლორწოვან გარსზე მოხვედრას მოერიდეთ. სასურველია, პროცედურა მაშინ ჩაატაროთ, როცა სახლში ბავშვები და ცხოველები არ იქნებიან. თუ შესაძლებელია, ოთახი გაანიავეთ.
ერთ–ერთი მათეთრებელი საშუალება მაინც დაგეხმარებათ, რომ თქვენს პრობლემას გაუმკლავდეთ. სააბაზანო ოთახი ისევ სუფთა და მყუდრო გახდება, ხოლო უნიტაზი ბრილიანტივით იბრწყინებს.