„ახლახანს ვაჟიშვილმა ახალი ჩექმა მაჩუქა, მაგრამ მის მოშორებას ვაპირებ“ – აღიარებს ქეთინო. 60 წლის ქვრივი მარტო ცხოვრობს. ზრდასრული ვაჟი რძალთან ერთად თითქმის არჩენს, თან ამას საკუთარი ნებით აკეთებენ. რატომ გადაწყვიტა ქალმა ახლობლების საჩუქრის მოშორება? პასუხს Paparazzi–ის სტატიაში გაიგებთ.
ახალი ჩექმა – „მეუღლე თითქმის 7 წლის წინ გარდაიცვალა. დანაკარგი მძიმედ გადავიტანე, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ 53 წლისას დავქვრივდებოდი. ახლა 60 წლის ვარ, სკოლაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობას ვაგრძელებ. უნდა ითქვას, რომ ჩემი ზრდასრული ვაჟიშვილის გარეშე თავის რჩენა გამიჭირდებოდა. ჩემი თომა IT სპეციალისტად მუშაობს. დიდი ხანია საკუთარი ოჯახი ჰყავს. ლამაზი ცოლი და პატარა ქალიშვილი, ჩემი შვილიშვილი ანა. ყოველთვე კომუნალურებს მიხდის, პროდუქტებს ყიდულობს. დახმარებაზე უარს ვეუბნები, მაგრამ შვილი რძალთან ერთად არ მისმენს.
ნატალი ნამდვილი ოქროა. სანამ ჩემი დაქალები რძლებზე წუწუნებენ, მხოლოდ ვიღიმი. ნამდვილად გამიმართლა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ასეთ მშვენიერ ახლობლებს არ ვიმსახურებ. მათგან საჩუქრების მიღება ყოველთვის მეუხერხულება. მახსოვს, ერთხელ ახალ წელს ტელეფონი მაჩუქეს, რომ ყოველთვის ერთმანეთთან კავშირი გვქონოდა. ახლაც, როცა თომამ და ნატალიმ ახალი ჩექმა მომიტანეს, მზად ვიყავი მიწაში ჩავსულიყავი. ვიცი, რომ ძვირადღირებულია, მთელი 200 ლარი ღირს! ასეთს არასდროს ვიყიდიდი! „ქალბატონო ქეთი, ნუ იგონებთ, სამსახურში უნდა იაროთ, წინ ზამთარია. თქვენი ჩექმა უკვე გაცვდა“ – მითხრა ნატალიმ, როცა საჩუქრის მიღებაზე უარს ვამბობდი. სასიამოვნოა, როცა თქვენზე ზრუნავენ!
დავეხმარო თუ არა ქალიშვილს – ეს ვიცი, რადგან ზუსტად ასე ზრდასრულ ქალიშვილზე ვზრუნავ. არც ისე სახარბიელო პირობები აქვს. სამი შვილი, უმუშევრობა, თან ქმრის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი მშობლები ჩემზე უფროსები არიან, არ მუშაობენ. მთელი ოჯახის ბიუჯეტზე სიძე ზრუნავს. მოკლედ, უჭირთ. ყოველთვე მატერიალურად ვეხმარები. თომას წყალობით ამის შესაძლებლობა მაქვს. მართალია, ვუმალავ. თვლის, რომ და თავად არის დამნაშავე, რომ ასე ცხოვრობს. არასდროს ეხმარება და მისი პრობლემების მოსმენაც არ სურს.
ამ დღეებში ქალიშვილს ვესტუმრე. მაშინვე ჩემი ახალი ჩექმა მოიზომა და დაიჩივლა, რომ მისი მთლიანად გაცვდა. გული დამწყდა. ვიცი, რომ ახლა ახლის შესაძენად ფული არ აქვს. ჩვენ კი ერთი ზომა გვაქვს! ვფიქრობ, რომ ჩემი ჩექმა მივცე, მაგრამ ვშიშობ, რომ თომა ამას არასწორად გაიგებს. არ ვიცი, რა გავაკეთო. ქალიშვილის დახმარებაც მინდა, მაგრამ არც ვაჟიშვილს მინდა გული ვატკინო“.
ქეთინოს უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა უყოს საჩუქარს. მისი სურვილი, რომ თომას არ აწყენინოს, გასაგებია. ვფიქრობთ, რომ ჯერ ვაჟიშვილს გულახდილად უნდა დაელაპარაკოს. აუხსნას, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე კარგად არაა, როგორც მის ცხოვრებაში. მით უფრო, და უცხო არაა. კონტაქტი რომ დაამყარონ, იქნებ, დას ურჩიოს კიდეც, როგორ გააუმჯობესოს მდგომარეობა.