რამდენიმე ათასწლეულის წინ სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტომებმა ფიზალისი აღმოაჩინეს. ესაა ღია ფერის კენკრა, რომლის სასარგებლო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. თუ ლამაზი ნაყოფი, რომელიც ჩინურ ფარანს ჰგავს, ჯერ არ გაგისინჯავთ, დროა გამოასწოროთ. ფიზალისი ადამიანის ორგანიზმისთვის დიდად სასარგებლოა. ამ კენკრისგან სამკურნალო სასმლის მომზადებას გირჩევთ. სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს ამსუბუქებს. შედეგი მისი შესანიშნავი თვისებებით მიიღწევა. სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ძირითადი ინგრედიენტები: ფიზალისი, რძე, ნიგოზი და თაფლი. იდეალური კომბინაციაა!
რა არის ფიზალისის სარგებელი
სამკურნალო თვისებები – მეცნიერებმა გაარკვიეს, რა სარგებელი აქვს კენკრას ადამიანის ორგანიზმზე. დაასახელეს რიგი მიზეზები, რატომ უნდა ჩართოთ ნარინჯისფერი კენკრა რაციონში.
- ფიზალისი მდიდარია ასკორბინის მჟავით, რომელიც ორგანიზმს გადატანილი დაავადების შემდეგ აღდგენაში ეხმარება.
- ამ კენკრაში შედის ნიკოტინის მჟავა, რომელიც „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
- მასში შემავალი კალიუმი და მაგნიუმი გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებს.
- კენკრა მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომელიც ნერვული სისტემის მუშაობას აწესრიგებს.
სასარგებლო სასმელის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 10 კენკრა ფიზალისი
- 2 ნიგოზი
- 500 მლ რძე
- 1 ჩ/კ თაფლი
მომზადების წესი:
- რძე ღრმა ტაფაში ჩაასხით. საშუალო ცეცხლზე აადუღეთ, ოდნავ გაგრილება აცადეთ.
- ფიზალისი კარგად გარეცხეთ და ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ.
- ნიგოზს ნაჭუჭი მოაშორეთ, ფიზალისს დაუმატეთ.
- თბილი რძე დაუმატეთ და კარგად დააბლენდერეთ.
- თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მზადაა!
სასმლის ეფექტურობა – რძისა და ფიზალისის სამკურნალო საშუალება ორ დღეში ერთხელ, ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ. უჯრედისის მაღალი შემცველობის წყალობით საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, მეტეორიზმის პრობლემებს, ასევე მუცლის შებერილობას აქრობს. მისი დახმარებით კუჭის წყლულს თავიდან აიცილებთ. აღსანიშნავია, რომ ასეთი სასმლის რეგულარული მიღება როგორც შინაგანი, ასევე გარეგნული ცვლილების შეგრძნებაში დაგეხმარებათ. ფიზალისი მდიდარია სპილენძით, რომელიც კანის მდგომარეობას აუმჯობესებს და ნაოჭების გაჩენას ხელს უშლის. აღმოჩნდა, რომ ნამდვილად ეფექტურ საპროფილაქტიკო საშუალებას, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს, უჩვეულო გემო შეიძლება ჰქონდეს.