2 მეთოდი თეთრეულის უსიამოვნო სუნის მარტივად მოსაშორებლად

0
341

ცოტა ხნის წინ სხვა ქალაქიდან ნათესავები მესტუმრნენ. გემრიელი ვახშმის და თბილი საუბრის შემდეგ მათთვის საწოლის გაშლა გადავწყვიტე. წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებული ვიყავი, როცა კარადიდან უსიამოვნო სუნის მქონე სუფთა ბალიშისპირები და ზეწარი გამოვიღე. არადა თეთრეულის კონდიციონერს ვიყენებ. იმ საღამოს სტუმრებისთვის სასიამოვნო სუნის მქონე თეთრეული ვიპოვე, მაგრამ გულში დარდი დამრჩა. მოგვიანებით ეს წუხილი დედამთილს გავუზიარე. მან კი გამკიცხა, რომ ყურადღებით არ ვუსმენ. აღმოჩნდა, რომ დიდი ხნის წინ მითხრა, როგორ მოვაშორო სუნი თეთრეულს. გიზიარებთ სიბრძნეს!

როგორ მოვაშოროთ სუნი თეთრეულს: 2 მეთოდი

  • ძმარი – სუფრის ძმარი, რომელიც სამზარეულოში თითქმის ყველას აქვს, დიდხანს შენახული თეთრეულის სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ. ძმარი კონდიციონერის საზომ ჭიქაში ჩაასხით, შემდეგ სარეცხი მანქანის უჯრაში ფხვნილის განყოფილებაში ჩაასხით. ასე თეთრეულს უსიამოვნო სუნს მოაშორებთ და ქსოვილის ფერს განაახლებთ. ჩვენი ბებიებიც თეთრეულს ძმრიან ხსნარში რეცხავდნენ.
  • სოდა – კიდევ ერთი ხელმისაწვდომი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ. თეთრეული სარეცხ მანქანაში ჩატვირთეთ და 1 ჭიქა სოდა დოლურას დაუმატეთ. ჩვეულ რეჟიმზე გარეცხეთ. თეთრეულს განაახლებთ და ჩამჯდარ ლაქებს მოაშორებთ. გავლების დამატებითი რეჟიმი ჩართეთ, რადგან სოდის ფხვნილი ტანსაცმელზე შეიძლება ჩაჯდეს ან ქსოვილზე თეთრი ზოლები დატოვოს.

ახლა იცით, როგორ მოაშოროთ უსიამოვნო სუნი თეთრეულს. გახსოვდეთ, რომ მასიური თეთრეული კარგად უნდა გააშროთ და გაანიავოთ. თუ მოცემული ხრიკებით თეთრეულს უსიამოვნო სუნი ვერ მოაშორეთ, შესაძლოა, დროა ახლით ჩაანაცვლოთ.