პროვინციელი გოგონა: როგორ გამოიყურება და რატომ არის შესამჩნევი შორიდან 

0
1713

ადამიანის მხოლოდ წარმომავლობით შეფასება არ შეიძლება. დედაქალაქში ბევრი ქალია, რომელთა მანერები საუკეთესოს სურვილს ტოვებს. ასევე პროვინციებშიც გვხვდებიან ქალები, რომელთაც მაღალი ინტელექტი და დახვეწილი მანერები აქვთ. ეს მხოლოდ გამონაკლისია. ჩვეულებრივ, პროვინციელი გოგონა ისე იქცევა, რომ ბრბოში მაშინვე შეამჩნევთ. Paparazzi გიზიარებთ ნიშნებს, რომლებიც აშკარად გეუბნებათ: თქვენ წინაშე ადრე შორეულ მხარეში მცხოვრები ქალია.

პროვინციელი გოგონა

  • დიდხანს ვერ იძინებს – დედაქალაქის ქალი სახლიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე იღვიძებს. ასწრებს თავის მოწესრიგებას, გარდერობში შესვლას და დღევანდელი ჩაცმულობის არჩევას, ყავის დალევას და მანქანაში ჩაჯდომას. პროვინციელი გოგონა მაღვიძარას დილის 6 საათზე აყენებს. საათნახევარი არ ყოფნის, რომ დაიბანოს, თმა დაივარცხნოს, მოწესრიგდეს, ქვედაბოლო დააუთოოს და კატას აჭამოს. და მაინც, დაგვიანებას ახერხებს. რას იზამთ, მეტრო ყოველთვის გრაფიკის მიხედვით არ დადის.
  • მაშინვე ყველაფერს საუკეთესოს იცვამს – პროვინციელი ქალი სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას ისე ცდილობს, რომ მაშინვე საუკეთესო ტანსაცმელს იცვამს. ანუ მოკლე ქვედაბოლოს, ბრჭყვიალებიან მაისურს და ტყავის ჩექმას. ხელოვნური წამწამები და დაგრძელებული თმა არ დაგავიწყდეთ. ყველაფერი, რაც ლამაზი და მიმზიდველი ეჩვენება, კლუბშიც უნდა ჩაიცვას და სავარჯიშო დარბაზშიც. ზოგჯერ ვარჯიშზე მძიმე მაკიაჟით დადის.
  • მთელ ფულს სილამაზეში დებს – პროვინციელისთვის სილამაზე ის ღირსებაა, რომლის ძვირად გაყიდვას ცდილობს. სწორედ ამიტომ, როგორც კი ფული გაუჩნდება, მაშინვე სილამაზის სალონში გარბის, რომ თოჯინას იმიჯი გაიკეთოს. ინექციები ტუჩებში, პილინგები და სახის წმენდა, წარბის ტატუირება და ბევრი სხვა რამ მისთვის აუცილებელი პროცედურების სიაში შედის.
  • მოტყუებას ცდილობს – ლამაზი ნახატი ეს ყველაფერია, რაც პროვინციელს სჭირდება. დაე, ეს მხოლოდ დეკორაცია იყოს, რომლის მიღმა არაფერი იმალება, მაგრამ თვითდამკვიდრებისთვის სჭირდება. ფოტოები ინსტაგრამზე მისი სახეა. ყოფილ კლასელებთან საუბარი, თუ როგორ წარმატებას მიაღწია, მის თვითშეფასებას ზრდის.
  • მეგობრები არ ჰყავს – ყველა პროვინციელი გოგონა მისი მეტოქეა, ამიტომ ნამდვილი მეგობარი არ ჰყავს. მხოლოდ ნაცნობები, რომელთან ერთადაც კოქტეილზე და საჭორაოდ დადის. ქალსა და კაცს შორის მეგობრობის არ სჯერა. ყველა კაცი პოტენციური საქმროა. ღირს დროის დახარჯვა მეგობრობაზე, თუ იცით, რომ ცოლად არ წაგიყვანთ?
  • გათხოვება ძალიან უნდა – როგორც მიხვდით, მისი მთავარი მიზანი გათხოვებაა. არა უბრალოდ ვინმეზე გაყოლა, არამედ მომგებიანად დაოჯახება. სასურველია, რომ საქმრო ლამაზი, ჭკვიანი იყოს და დედაქალაქში ბინა ჰქონდეს. საკუთარ სილამაზეში ამდენ ფულს და ძალისხმევას სწორედ ამისთვის დებს. იქნებ ვინმე წამოეგოს?
  • არაფერი აშინებს – მან ცეცხლი, წყალი და სპილენძის მილები უკვე გაიარა. არ დაიკარგება, თუ დენის გამორთვისას ბავშვის მოვლა ან ათობით მუშისთვის საჭმლის მომზადება მოუწევს. თვეში მინიმალური ხარჯით ცხოვრება იცის. მან ხომ სოფელში ჩვეული ადგილი მიატოვა და დედაქალაქის დაპყრობის არ შეეშინდა! საამაყო აქვს. ამ სიამაყის სახელი პროვინციული სნობიზმია.
  • მასში სიმარტივე არაა – ყველაფერს საკუთარი შრომით აღწევს და ამით ამაყობს. სპონტანურობა და სიმსუბუქე მისთვის უცხოა. ბოლო ათას ლარს არ დახარჯავს მხოლოდ იმიტომ, რომ „ასე მოხდა“. სამოგზაუროდ ავტოსტოპით არ მიდის. უფულო ახალგაზრდა ლამაზმანთან რომანს არ გააჩაღებს. ირონია მისთვის უცხოა, იუმორის გრძნობასთან აშკარა პრობლემები აქვს. მხოლოდ 25 წლისაა, მაგრამ თავს დიდ ქალად მიიჩნევს.
  • მამაკაცებთან დამოკიდებულება – მისი მიზანი ქორწილია. რა იქნება შემდეგ, მნიშვნელობა არ აქვს. მისი გაგებით ქმარი მეფესა და შინაურ ცხოველს შორის რაღაც შუალედურია. მზადაა, რომ თავისი დრო და და ძალა მისი გულის მოგებაზე დახარჯოს, მაგრამ როგორც კი თავს ასწევს, თვალის დაუხამხამებლად ჩუსტს ესვრის. იდეალურია, თუ შეყვარებული თვალებით მხოლოდ მას უყურებს და აღფრთოვანებული ამბობს: „ოჰ, რა ცეცხლი ქალია!“

ამ სტატიით სოფლიდან ჩამოსული ქალების განაწყენება არ გვსურს. უფრო მეტიც, ყველა მათგანი აღწერილს არ შეესაბამება. თუ სტატიაში საკუთარი თავი იცანით, თქვენს თავს სხვა კუთხიდან შეხედეთ და დაფიქრდით. სხვებზე ასეთ შთაბეჭდილებას ახდენთ.