სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში უკანასკნელი მამრი თეთრი მარტორქის გარდაცვალების შესახებ უამრავი შეტყობინება გავრცელდა. ზოგჯერ მეჩვენება, ადამიანს მზის გაყიდვა რომ შეეძლოს, ჩვენ სიბნელეში ვიცხოვრებდით. საკმარისია წაიკითხოთ, თუ შავ წიგნში რამდენი სხვადასხვა სახეობის ცხოველი და მცენარეა ჩამოთვლილი.
დღეს გასაოცარ შემთხვევაზე გიამბობთ, როცა კვლავ შეძლეს გოგრის სახეობის მოყვანა, რომელიც უკვე დაღუპულად ითვლებოდა.
ვინიპეგის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები აშშ-ში, კერძოდ ვისკონსინის შტატთან ახლოს გათხრებისთვის გაემგზავრნენ. არქეოლოგების დიდი გაოცების მიუხედავად მათ ძველი ჭურჭლის პოვნა შეძლეს, სადაც სწორედ იმ გოგრის თესლი ინახებოდა.
წარმოიდგინეთ, როგორი შოკირებულნი იყვნენ ექსპედიციის მონაწილეები როცა აღმოჩნდა, რომ ეს თესლები დაახლოებით 800 წლისაა, თუმცა ზოგიერთი მათგანიდან ნაყოფის გაზრდა შესაძლებელი იყო. რა თქმა უნდა, დაკარგული სახეობის კვლავ გაზრდის ცდა გადაწყვიტეს.
ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ მათ ეს შეძლეს. გოგრის თესლი გაღვივდა და ნაყოფი მოგვცა. სახეობას უწოდეს „გეტე ოკოსომინი“, რაც ნიშნავს „დიდი ძველი ყაბაყი“. ეს გოგრის ერთ-ერთი სახეობაა.
მოსავალმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა!
ექსპედიციის ყველა მონაწილე ამ აღმოჩენით საკმაოდ კმაყოფილნი იყვნენ. როგორც ამბობენ, არქეოლოგები ერთადერთი ადამიანები არიან, რომელთაც გატეხილი ფარის ნახვაც კი ახარებთ. აქ კი თავიანთი აღმოჩენის ხელახლა გაზრდა შეძლეს.