პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს.მეგობარი მყავს, მას ნინი ჰქვია. ცოტა ხნის წინ ერთმანეთს შევხვდით და მან თავის მეუღლეზე დაიწყო ჩივილი:
- წარმოგიდგენია, რა მოიფიქრა ჩემმა ქმარმა ცოტა ხნის წინ! ჩვენ დიდი ხანია, რაც ცოტა უფრო დიდი ბინის ყიდვა გვინდოდა. ჩვენს ერთოთახიან ბინაში სამნი თავს ვიწროდ ვგრძნობთ. ფულს უკვე დიდი ხანია ვაგროვებდით. კარგი ბინა გამოჩნდა და მის საყიდლად ფული გვყოფნის. მე და გიორგის გაგვიხარდა და ყიდვა გადავწყვიტეთ. გიორგის ვუთხარი, რომ ძიძისთვის უნდა დამეძახა, რათა ბინის გასაფორმებლად წავსულიყავით. გიორგიმ კი მითხრა, რომ ბინის გაფორმებას დედამისის სახელზე აპირებდა. ეს რომ გავიგონე, მეტყველების უნარი დავკარგე. მან კი მითხრა: შენ ბინა უკვე გაქვს, მე კი – საერთოდ არაფერი მაქვს! გაოცებისაგან დავმუნჯდი. ბინის ფულს, ჩვენ ხომ ერთად ვაგროვებდით! რატომ უნდა გააფორმოს ბინა დედამისზე?
ნინი და გიორგი თითქმის ცხრა წელია დაქორწინებულები არიან. მათ 7 წლის გოგონა ჰყავთ. მთელი ამ წლების მანძილზე ისინი ცხოვრობდნენ ბინაში, რომელიც ნინის ბებიისგან ერგო მემკვიდრეობით. ბინა სარემონტო იყო და ავეჯიც ძალიან ძველი იყო.
გიორგიმ ბინაში ძალიან კარგი რემონტი გააკეთა: სანტექნიკაც გამოცვალა, იატაკიც, კარებებიც და ფანჯრებიც. რემონტი თითქმის ექვს თვეს გაგრძელდა. ყველაფრის ფული გიორგიმ გადაიხადა. მას ძალიან კარგი შემოსავალი ჰქონდა.
გიორგის საკუთარი ბინა არ ჰქონდა. ნინიზე დაქორწინებამდე ის ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა დედამისთან და თავის ქმართან ერთად. გიორგის და გათხოვდა, მაგრამ წარუმატებლად. ერთი წლის შემდეგ ქმარს დაშორდა და ბავშვთან ერთად დედამისთან დაბრუნდა. თავისთავად, ეს ბინა გიორგის დას შეხვდება. გამოდის, რომ გიორგის არაფერი აქვს.
- ასე როგორ შეიძლება?! ჩვენ ხომ ამდენი წელია დაქორწინებულები ვართ! არასოდეს გაგვინაწილებია არაფერი. ჩვენს ერთოთახიან ბინაში გიორგიმ ძალიან კარგი რემონტი გააკეთა. აი, ნათიას ქმარმა რემონტის გაკეთებაზე უარი განაცხადა. მან თქვა: რადგან ბინა შენია, რემონტი თავად გააკეთე! მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხანია დაქორწინებულები არიან და საერთო შვილიც ჰყავთ.
ერთოთახიან ბინაში ყველაფერი ახალია. ბავშვის დაბადებამდე მათ ახალი ტექნიკაც იყიდეს და ავეჯიც. მაშინ ნინი ჯერ კიდევ მუშაობდა, თუმცა ძალიან მცირე ხელფასი ჰქონდა.
შემდეგ ნინი დაფეხმძიმდა, გააჩინა და დეკრეტულში გავიდა. სამსახურში ის აღარ გასულა. გიორგი თვლის, რომ ასე უკეთესია. მას კარგი ხელფასი აქვს, ოჯახს ნორმალურად ინახავს. ნინი კი იჯდეს სახლში! ბავშვი გაზარდოს და სახლს მიხედოს.
ნინის ეს ყველაფერი აწყობს. ფული, რომელსაც ის სამსხურში გასვლით იშოვნიდა, მათ ოჯახს დიდად არ დაეხმარებოდა. ასე კი, ნინი სახლშია, ბავშვიც დედის მეთვალყურეობის ქვეშ არის, სახლშიც იდეალური წესრიგია და საჭმელიც ყოველთვის მზადაა. თუ ნინის სადმე წასვლა სჭირდება, ის თავის შორეულ ნათესავს ურეკავს, როგორც ძიძას. მარი დეიდა ძალიან კარგად უგებს პატარა თამუნას.
- ყველაფერი კარგად იყო! ახლა კი! გიორგი ამბობს, რომ რადგან ის მუშაობს და ბინის ფულს მისი ხელფასიდან ვაგროვებდით, ესე იგი, ბინა მისი უნდა იყოს. მაგრამ, ბინის საკუთარ თავზე გაფორმება მას არ უნდა. ამბობს, რომ დედაზე გააფორმებს, ის კი მერე მას აჩუქებს. რატომ უნდა გაკეთდეს ასე? იმიტომ, რომ განქორწინების შემთხვევაში ბინა მთლიანად გიორგის შეხვდეს. ანუ, მე ხომ უკვე მაქვს ბინა, მას კი არაფერი აქვს. და ის, რაც ქორწინებაშია ნაყიდი, განქორწინების შემთხვევაში შუაზე იყოფა. ის რაც ნაჩუქარი იქნება, მხოლოდ გიორგის შეხვდება. გამოვა, რომ მე ამ ბინასთან არანაირი შეხება არ მექნება. ეს სამართლიანია? გიორგის ვეკითხები: შენ რა, ჩემთან განქორწინებას აპირებ? ის კი მპასუხობს: არა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მე არ მინდა, რომ ყველაფრის გარეშე დავრჩე. მინდა, რომ მზად ვიყო ყოველგვარი მოულოდნელობისთვის.
გიორგი ამბობს, რომ ძალიან უყვარს ნინიც და თამუნაც და მათზე ყოველთვის იზრუნებს. მაგრამ, მას უნდა, რომ საკუთარი ბინა ჰქონდეს. ნინის ეს საერთოდ არ აწყობს. იქნებ, გიორგი მართლაც განქორწინებაზე ფიქრობს? ნინი ძალიან ნერვიულობს.
- ვერც კი ვიფიქრებდი, რომ გიორგი ოდესმე ასე მომექცეოდა! ეს ხომ ზურგში დარტყმაა! – ამბობდა ნინი თავის ქმარზე.
არც კი ვიცი, რომელია მართალი. განქორწინების შემთხვევაში, გიორგი ხომ ბინის გარეშე დარჩება. მას საცხოვრებელიც არსად ექნება. დედამისთან ხომ არ წავა? იქ დედამისია, თავისი და თავის შვილთან ერთად.
ნინის ბინაში მან ძალიან კარგი რემონტი გააკეთა, არ ძალა დაუშურია, არც დრო და არც ფული. ანუ, გიორგის ძუნწს და მეწვრილმანეს ვერ ვუწოდებთ.მაგრამ ნინისაც უნდა გავუგოთ. მას ეშინია გიორგის დაკარგვის და ქმრის გარეშე დარჩენის.მაგრამ, სახლის ოჯახის ფულით ყიდვა და დედაზე გაფორმებაც, თითქოს, სამართლიანი არ არის.