ყველს სათაგურში აღარ ვდებ. მეზობელმა მითხრა, რომელი პროდუქტები უყვარს თაგვს

0
2505

რას ჭამენ თაგვები სინამდვილეში? ზოგჯერ მღრღნელები ვიღაცის აგარაკის, საკუჭნაოს, კერძო სახლის, სარდაფის ან ბეღლის დაუპატიჟებელი სტუმარი ხდება. თითქოს არაფერია, მაგრამ თაგვი მთელი რიგი დაავადებების გადამტანი შეიძლება იყოს, რაც ნამდვილად არ გვჭირდება. Paparazzi გიამბობთ, რა ჩადოთ სათაგურში ამ ცხოველთან ეფექტურად საბრძოლველად.

რა უყვართ თაგვებს? – რატომღაც ყველა მულტფილმში ნაჩვენებია, რომ თაგვები და ვირთხები ყველზე გიჟდებიან. კინემატოგრაფისტების ჩანაფიქრის მიხედვით, მღრღნელები ყველზე გიჟდებიან და თავს კარგავენ. მაგალითად, გაიხსენეთ პერსონაჟი მულტფილმიდან „ჩიპი და დეილი“. ბურუნდუკების ერთ–ერთი მეგობარი იყო დიდი ზომის მღრღნელი როკფორი. როკფორს ყველი იმდენად ძლიერ უყვარდა, რომ მისი ვიბრისი მილივით იხვეოდა, ხოლო კუდი მაშინვე მილი ხდებოდა. ეს ყველის არომატის შეგრძნებიდან რამდენიმე წამში ხდებოდა. მეცნიერება ირწმუნება, რომ თაგვების ყველისადმი ზედმეტი სიყვარული მულტფილმის ლამაზი ელემენტია.

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა – შეიძლება გაიფიქროთ: „რა საჭიროა სათაგური, თუ მღრღნელებთან საბრძოლველად უფრო რადიკალური მეთოდები არსებობს?? ამაშია მთელი არსი. ზოგჯერ სახლში მაქსიმალურად აგრესიულ საშუალებას ვერ ვიყენებთ. ვთქვათ, ამ ტერიტორიაზე კატა ან ძაღლი ცხოვრობს. ცხოველმა თაგვისთვის დატოვებული „სიურპრიზი“ შეიძლება შეჭამოს. უმჯობესია, რომ საყვარელი ცხოველი არ დაზარალდეს. გარდა ამისა, ყველა კატა თავს ვერ შეიკავებს, რომ თაგვი, რომელმაც ბოლო ვახშამი უკვე მიირთვა, არ შეჭამოს. ამ შემთხვევაში საყვარელი ცხოველის ვეტერინართან წაყვანა მოგიწევთ. გირჩევთ, არ გარისკოთ. ზოგიერთი სათაგური თაგვისთვის ფატალური არაა. იქნებ, მღრღნელის გაშვების შანსი გქონდეთ.

მნიშვნელოვანი საკვები – მღრღნელები ტკბილეულზე უარს ნამდვილად არ იტყვიან. გიკვირთ? ეს კატეგორია ყველიდან შორსაა. ფაქტი ფაქტად რჩება. ზოგიერთი დიასახლისი სათაგურისკენ მიმავალ გზაზე შაქარს ყრის, რომ თაგვები მიიზიდოს. სატყუარად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეფირი, შოკოლადი, ორცხობილა, კრეკერი, ტკბილი საღეჭი რეზინა. ამ პროდუქტებზე ხრიკები არსებობს. მაგალითად, სათაგურში ოდნავ გამდნარი შოკოლადი ან ზეფირი დატოვეთ. ასე სატყუარა უფრო წებოვანი გახდება და თაგვს შესაჭმელად მეტი დრო დასჭირდება. ამ მომენტში ხაფანგი შეიძლება დაიხუროს და თაგვმა გამოსვლა ვერ მოასწროს.

მრავალფეროვანი მენიუ – ტკბილეული ერთადერთი არაა, რომელიც თაგვს სერიოზულად აინტერესებს. კატის ან ძაღლის საკვების ჭამაზეც უარს არ იტყვის. მშრალი საკვები გამოგადგებათ, თუმცა გურმანი თაგვებისთვის სველი კონსერვი გამოიყენეთ. ალბათ, ეს უკავშირდება იმას, რომ თაგვი ხორცის სატყუარაზეც უარს არ ამბობს. დიახ, 100%–ით ეფექტური არაა, მაგრამ მაინც. გაფუჭებული ხორციც გამოგადგებათ. რა თქმა უნდა, უკვე აყროლებულ პროდუქტს არ ვგულისხმობთ. ხორცი, რომლის ჭამას თავად ვერ ბედავთ, თაგვისთვის გამოდგება. პატარა ნაჭრებად დაჭერით და სათაგურის შიგნით და გარშემო დააწყვეთ. საბედნიეროდ, თაგვებს ხორცის სახეობებს შორის განსაკუთრებული პრეფერენციები არ აქვთ. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ხორცს ნაწილობრივ შეიცავს, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ძეხვი, სალა, სუბპროდუქტი.

რას ჭამენ თაგვები სინამდვილეში? – მღრღნელების საყვარელი პროდუქტების სია საკმაოდ დიდია. მათ დასაჭერად გამოგადგებათ კაკალი ან ჩიტების საკვები, კარაქი, კანფეტი, რძემჟავა ყველი, პურის ნაჭერი. მოკლედ, ყველაფერი, რაც ადამიანს სუფრაზე რჩება. მნიშვნელოვანია, რომ საჭმელს ძლიერი არომატი ჰქონდეს.

იმედი გვაქვს, რომ ამ მარტივი რჩევების გამოყენებით სახლში თაგვებს წარმატებით დაიჭერთ. ახლა უკვე იცით, რას ჭამენ თაგვები და მითი სასწაულმოქმედი ყველის შესახებ გაბათილებულია. როგორც ხედავთ, მღრღნელებს ბევრი ფავორიტი პროდუქტი აქვთ. არჩევანის საშუალება გაქვთ.