ბორშის მომზადების საიდუმლო, რომლის შესახებ ხერსონში ყველა დიასახლისმა იცის

0
5655

მიყვარს, როცა კოვზი ბორშში დგას! Paparazzi გიამბობთ, როგორ ამზადებენ ბორშს უკრაინაში, კერძოდ ხერსონში. ხერსონში დიასახლისები წარმოუდგენლად გემრიელ ბორშს გალუშკებით ამზადებენ. შიმშილს დიდი ხნით კლავს, ძალას გმატებთ, ყველაზე ცივ დღეს გათბობთ, ახალი მწვერვალების დაპყრობას შთაგაგონებთ. ადრე ბორშს დიდად არ ვხარშავდი, მაგრამ ბოლო პერიოდი რაღაც ძალა ქურისკენ მიზიდავს. ამ დღეებში საყვარელი კერძის ხერსონული ვარიანტი ვცადე. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. თქვენც სცადეთ, არ ინანებთ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ინდაურის ძვლიანი ხორცი (წვნიანის ქათმის ნაკრები შეგიძლიათ აიღოთ)
  • 2,5 ლ წყალი
  • 5 მსხვილი კარტოფილი
  • 300 გ თეთრი კომბოსტო
  • 2 ჭარხალი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ხახვი
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 0,1 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 1 ჩ/კ კამა
  • 1 თავი ნიორი
  • 1 დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი:

  1. როგორც ცნობილია, ყველაზე ნოყიერი ბორში ხორციან ბულიონში იხარშება. ძვლიანი ხორცი ოდნავ მარილიან წყალში დაახლოებით 1 საათით მოხარშეთ.
  2. ყველა მზარეული თავის ბორშს აქებს. ხორცი ბულიონიდან ამოიღეთ, ძვალი მოაშორეთ. ბულიონი გადაწურეთ, რომ გამჭვირვალე გახდეს.
  3. გასუფთავებული კარტოფილი კუბებად დაჭერით და ბულიონს დაუმატეთ. სუსტ ცეცხლზე ხარშეთ.
  4. ჭარხალი გათალეთ და საშუალო სახეხზე გახეხეთ. მცენარეულ ზეთში შეწვით. როცა შეწითლდება და დარბილდება, მდუღარე ბულიონს თამამად დაუმატეთ.
  5. ხახვი წვრილად დაჭერით და ზეთში შეწვით. როცა ხახვი ოქროსფერი გახდება, პომიდვრის პასტა დაუმატეთ და 4 წუთით ჩაშუშეთ. შემდეგ ბულიონს დაუმატეთ.
  6. ხორცი, რომელიც ბულიონში იხარშებოდა, ამ ეტაპზე წვნიანს შეგიძლიათ დაუმატოთ.
  7. კომბოსტო წვრილად დაჭერით. ბევრი დიასახლისი დავობს, თუ როდის სჯობს კომბოსტოს დამატება ბორშში. დარწმუნებული რომ იყოთ, რომ კომბოსტო al dente მდგომარეობას შეინარჩუნებს და ფაფად არ გადაიქცევა, წვნიანს მაშინ დაუმატეთ, როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება.
  8. გალუშკების ხარშვის დროა. კვერცხი, ფქვილი და მარილი აურიეთ, ცომი მოზილეთ. ფქვილის გაცრა არ დაგავიწყდეთ. ცომიდან ძეხვი გააკეთეთ და პატარა რგოლებად დაჭერით. გალუშკები ბორშს კერძის მომზადებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ.
  9. როცა ფაფუკი გალუშკები ბორშის ზედაპირზე ამოვა, ქვაბი ქურიდან გადადგით. წვრილად დაჭრილი ნიორი, დაფქული წიწაკა, ხმელი კამა და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. ბორში 30 წუთით გააჩერეთ. სუფრაზე არაჟანთან ან მაიონეზთან ერთად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით. ძლიერ ჯანმრთელობას გისურვებთ!

ფიქრობთ, რომ ხერსონული ბორშის მთავარი საიდუმლო გალუშკებია? შესაძლოა. იქნებ საიდუმლო ინგრედიენტი დიასახლისის სიყვარულია. მშობლიური მიწის, მეზობლების და ახლობლების სიყვარული. თავისუფლების, პატივისცემის, სიკეთის და ოპტიმიზმის სიყვარული. ზამთარი მალე გავა, თუ ბორშს ხშირად მოამზადებთ. მისი გამათბობელი ძალა სიცივის გადატანაში დაგეხმარებათ, განუგეშებთ და ძალით აგავსებთ.