ფაფუკი საფუარის ვაფლი. ამ ვაფლის არომატზე ბავშვები უცებ მორჩილნი ხდებიან

0
74

ვაფლს კარაქით და საფუარით ვამზადებ. ცომს საღამოს ვზელ, დილით გემრიელ, გარედან ხრაშუნა და შიგნით რბილ ვაფლებს ვაცხობ. ვაფლის გემო ოლადებს მახსენებს. როგორც სილიკონის ფორმაში, ასევე ელექტრო აპარატში შეგიძლიათ გამოაცხოთ. Paparazzi ვაფლის მომზადების რეცეპტს გიზიარებთ. ბავშვები უბრალოდ გიჟდებიან.

ცომის ხაშის ინგრედიენტები:

  • 100 მლ წყალი
  • 10 გ საფუარი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 4 ს/კ ფქვილი

ცომის ინგრედიენტები:

  • 100 გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 60 გ შაქარი
  • 350 გ ფქვილი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ცომის ხაში მოამზადეთ. თბილი წყალი თასში ჩაასხით, საფუარი დაფშვენით და კარგად აურიეთ, რომ საფუარი გაიხსნას. ფქვილი და შაქარი დაუმატეთ, აურიეთ. პირსახოცი დააფარეთ და 30 წუთით სითბოში გააჩერეთ.
  2. კარაქი წინასწარ გაადნეთ. ამოსულ საფუარის მასას 1 ათქვეფილი კვერცხი, შაქარი და ცივი გამდნარი კარაქი დაუმატეთ. აურიეთ. ფქვილი დაუმატეთ და სქელი არაჟნის მსგავსი მასის მიღებამდე მოზილეთ.
  3. ცომს თავსახური დააფარეთ და 30 წუთით სითბოში გააჩერეთ.
  4. ცომი სუფრის კოვზობით ცხელ ვაფლის აპარატში ჩაასხით. ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
  5. ესეც ასე. არომატული ვაფლი მზადაა. სუფრაზე შესქელებულ რძესთან ან საყვარელ ჯემთან ერთად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

ბევრ ვაფლს ვაცხობ. ბავშვები მაშინვე მორჩილნი ხდებიან, როგორც კი ვაფლის არომატს იჭერენ. ცხელი ვაფლი რბილია, ცივი ვაფლი გარედან ხრაშუნა და შიგნით ნაზია. შეუდარებელი რეცეპტია!