5 მეთოდი, როგორ გავათეთროთ მომინანქრებული ჭურჭელი

0
283

მომინაქრებული ჭურჭლისთვის ქათქათა ფერის დაბრუნებაში არა მხოლოდ სპეციალური საწმენდი საშუალებები, არამედ ხალხური მეთოდებიც დაგეხმარებათ. ყველაზე ჩამჯდარ ჭუჭყსაც სწრაფად და იაფად მოაშორებთ, თუ იცით, რა გააკეთოთ. მომინანქრებული ჭურჭლის გასათეთრებლად ბევრი ეფექტური მეთოდი არსებობს. Paparazzi 5 საუკეთესო მეთოდს გიზიარებთ. ქვემოთ აღწერილი ერთ–ერთი მეთოდი გამოიყენეთ და დარწმუნდით, რომ სამზარეულოს დალაგება უფრო სასიამოვნო და მარტივია. ნამწვისა და ცხიმის მოშორებაზე დიდ დროს და ძალას არ დახარჯავთ. ღრუბლის მსუბუქი მოქნევა და ჭურჭელი ანათებს.

საუკეთესო მეთოდები მომინაქრებული ჭურჭლის გასათეთრებლად

  1. სოდა – სოდა ბევრი სახის ჭუჭყს უმკლავდება. ძველ ჭურჭელს კრისტალურ სითეთრეს უბრუნებს. მთავარია, ფრთხილად გამოიყენოთ, რომ ზედაპირზე ნაკაწრები არ დარჩეს. სოდის საწმენდად გამოყენება ძალიან მარტივია. სოდა და წყალი ფაფის მიღებამდე აურიეთ. მიღებული ნარევი ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით, შემდეგ ზეწოლის გარეშე გახეხეთ. რბილი ჩვარი გამოიყენეთ. ბოლოს გამდინარე წყალში გარეცხეთ.
  2. წყალბადის ზეჟანგი – წმენდის ეს მეთოდი მომინანქრებული ქვაბის და სხვა ღრმა ჭურჭლის საწმენდად იდეალურია. წყალი ჩაასხით, 100 მლ წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ. ქვაბი ქურაზე დადგით და სითხე აადუღეთ, ცეცხლს დაუწიეთ. 20 წუთით სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ. შემდეგ ქურიდან გადადგით და ხსნარის გაცივებას დაელოდეთ. ამის შემდეგ ქვაბი რბილი ნეჭით გარეცხეთ. რეზინის ხელთათმანი აუცილებლად გაიკეთეთ!
  3. კოკა–კოლა – საყოფაცხოვრებო საკითხებში გაზიანი სასმელის ეფექტურობა დიდი ხანია დამტკიცებულია. თეთრ მომინანქრებულ ჭურჭელზე სიყვითლის მოსაშორებლად თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ქვაბში კოკა–კოლა ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. 20 წუთით ცეცხლზე გააჩერეთ. ეს დრო საკმარისია, რომ ჭუჭყი დარბილდეს და დაიშალოს. სველი ჩვრით მოაშორეთ, ქვაბს წყალი კარგად გაავლეთ.
  4. მარილი – ჭურჭლის საწმენდად გამოცდილი მეთოდია. სისუფთავე და ბზინვარება გარანტირებულია. სპეციალური ხსნარის მოსამზადებლად წყალი და მარილი აურიეთ (1 ლ წყალზე 12 ს/კ ნატრიუმის ქლორიდი დაგჭირდებათ). მიღებული ნარევი ნახევარი საათით აადუღეთ. შემდეგ ჭურჭელს წყალი კარგად გაავლეთ და გაამშრალეთ.
  5. ქლორი – ძალიან ძველი და ძლიერი ჭუჭყის შემთხვევაში გამოიყენეთ. წყალი ჩაასხით და ცოტა ქლორი დაუმატეთ. 3 საათით გააჩერეთ. არავითარ შემთხვევაში გააცხელოთ. ჭურჭელი გამდინარე წყალში სარეცხი საშუალებით გარეცხეთ. ხელთათმანი აუცილებლად გაიკეთეთ.

თქვენი საყვარელი ვინტაჟური ჩაიდანი და ფინჯნები, რომლებიც მინანქრით დაფარულია, კვლავ იბრწყინებს, ხოლო სუფთა ქვაბში კერძის მომზადება თქვენი საყვარელი საქმე გახდება.