34 წლის ვარ და სერიოზული ურთიერთობები არასოდეს მქონია. იქნებ ბრიჯიტ ჯონსის “წყევლა” მადევს?

0
485

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.როდესაც ახალგაზრდა გოგონა ვიყავი, ძალიან მიყვარდა ბრიჯიტ ჯონსის შესახებ ფილმების ყურება. თუმცა, ვერასოდეს ვიფიქრებდი იმას, რომ ოდესმე მის ადგილზე აღმოვჩნდებოდი.ახლა 34 წლის ვარ და მამაკაცთან სერიოზული ურთიერთობა არასოდეს მქონია. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ სამჯერ ვიყავი პაემანზე.

რატომ არის ასე? რა მჭირს?

მე ძალიან კარგ ოჯახში გავიზარდე. შესანიშნავი მშობლები მყავს და ორი ძალიან კარგი ძმა. მე ძალიან კარგად ვსწავლობდი სკოლაში, უპრობლემოდ ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში და ახლა ექიმი ვარ, რაზედაც მუდამ ვოცნებობდი.ყველაფერი წესრიგში მაქვს. გარეგნულადაც ძალიან კარგად გამოვიყურები. კარგი ხელფასი მაქვს, მაგრამ მამაკაცებთან კატასტროფულად არ მიმართლებს.არ მინდა ვიყო მარტო! არ მინდა! იქნებ, თვალი მეცა ან იქნებ რაიმე წყევლაა ჩემზე? არ ვიცი! ძალიან მინდა უბრალო ქალური ბედნიერება – მინდა, რომ ვუყვარდე და მინდა, რომ გავხდე დედა.

თუმცა, მინდა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი იყოს, ტყუილისა და არასაჭირო თამაშის გარეშე. არ შემიძლია და არ მინდა შევეგუო იმას, რომ მარტოსული ვარ!არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია!