ბიჭმა ნანგრევებში ხუმრობით დაიყვირა. ლამის გული წაუვიდა, როცა პასუხი გაიგონა…

1015

აიზეკი, თავის შეყვარებულ ემილისთან ერთად, ტყეში სეირნობდა, როცა მოულოდნელად მიტოვებული შენობის ნანგრევებს წააწყდა.

იგი საკმაოდ ძველი და დრომოჭმული ჩანდა, ამიტომ მოზარდებმა არ გაუშვეს მისი გამოკვლევის შანსი. თუმცა, ისინი საერთოდ არ ელოდებოდნენ მოვლენების მსგავს წარმართვას.

მოზარდმა გადაწყვიტა, თავისი შეყვარებული შეეშინებინა, ამიტომ შენობას უკნიდან მოუარა და კედლის ხვრელში დაიყვირა “გამარჯობა!” მან იფიქრა, რომ ექო ნანგრევებში გაიშლებოდა და ემილის შეაშინებდა.

აიზეკს ძალიან შეეშინდა, როცა სიბნელიდან მან ბოხი ხმა გაიგონა.

უჩვეულო ხმა 51 წლის ჯეიმს ტომპსონს ეკუთვნოდა, რომელიც ქალაქ პლიმუტირად 1 თვის წინ დაიკარგა.

-“საშინელება დამემართა. არც კი მიფიქრია, რომ ჩემს ხუმრობაზე ვინმე მიპასუხებდა. გავშეშდი და რაღაც დროის განმავლობაში ვეღარ ვმოძრაობდი.

შემდეგ ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო და ჩავედი ქვემოთ, ხმის წყაროსკენ. უბრალოდ დაუჯერებელია, რომ ის უბედური ვიპოვე.” – ყვება ბიჭი თავის ინტერვიუში Plymouth Herald-თან.

ტომპსონი გამოფიტული და გაუწყლოებული იყო, როცა მოზარდმა იგი ნანგრევებში იპოვა. პოლიცია ვარაუდობს, რომ მას იქ ჩავარდნისას უკვე ჰქონდა ტრავმა მიღებული. მამაკაცი მანამდეც ითხოვდა დახმარებას, ყვირილით, თუმცა არავის გაუცია ხმა.

-“გადავწყვიტე, ქვემოთ ჩავსულიყავი, რათა გამერკვია, საიდან მოდიოდა ხმა. ემილის ჩემთან ერთად წამოსვლა შევთავაზე, თუმცა მან ზემოთ დარჩენა არჩია. მე მხოლოდ ტელეფონი მქონდა. ფარანი თითქმის არ მეხმარებოდა, ამიტომ პრაქტიკულად ბრმად მივდიოდი. მივადექი ჩამონგრეულ კედელს, რომლის იქეთაც მამაკაცი დავინახე.

მან მთხოვა წყალი და დასახმარებლად ვინმეს მოყვანა. თავიდან გოგონამ არ დამიჯერა, თუმცა, როგორც იქნა, დავარწმუნე. შენობიდან მოშორებით შევხვდით გოგონებს, რომლებიც დარბოდნენ და თან წყალიც ჰქონდათ. ერთად გამოვიძახეთ სამედიცინო დახმარება და პოლიცია.” – აგრძელებს აიზეკი თავის ისტორიას.

-“კიდევ რამდენიმე დღეც და მამაკაცი მოკვდებოდა. მას ძალიან გაუმართლა, რომ ბიჭმა იპოვა. მისი მდგომარეობა კრიტიკული გახლდათ.” – ამბობს ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი.

არასდროს ვიცით, რა გველის წინ, როცა უბრალოდ სასეირნოდ გავდივართ. აიზეკი მანამდე ვერც წარმოიდგენდა, რომ მოულოდნელად ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა და ადგილობრივი ამბების გმირად იქცეოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს