როცა სასოწარკვეთილი ვარ, ღვთისმშობლის მიმართ ვლოცულობ და დახმარება მოულოდნელად მოდის

0
882

სასოწარკვეთილების მომენტში ქალწულ მარიამზე ვლოცულობ და დახმარება მოულოდნელად მოდის. მე და ჩემს ოჯახს განსაკუთრებული ლოცვა ღვთისმშობლის მიმართ არაერთხელ დაეხმარა. Paparazzi გიზიარებთ გულწრფელ ლოცვას ქალწული მარიამის მიმართ, რომელიც იმედგაცრუების მომენტში უნდა თქვათ. ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში დაგეხმარებათ!

ლოცვა ღვთისმშობლის მიმართ მფარველობისთვის – ქალწული მარიამი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო ქრისტეს დედაა, ხოლო მართლმადიდებლებისთვის მთელი კაცობრიობის დედა. სწორედ ამიტომ, ყველა მორწმუნეს შეუძლია, რომ ყველაზე მზრუნველ, ძვირფას და მოსიყვარულე მშობელს მიმართოს. ასეთი დედა ყველა ადამიანს არ ჰყავს. დედა ღვთისმშობელი სიყვარულის, ზრუნვის და სინაზის განსახიერებაა. ის ყველა ქრისტიანისთვის გულმხურვალედ ლოცულობს. მისთვის ასაკს, სოციალურ სტატუსს, მთხოვნელის ცოდვებს მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ერთნაირად უყვარს. უფლის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და ამიტომ ღვთისმშობელი ყველა ადამიანზე ლოცულობს.

აი, თავად ძლიერი ლოცვის ტექსტი. ლოცვის სიტყვები გააზრებულად წარმოთქვით, რომ ტექსტის არსს ჩაწვდეთ. „წმიდაო ღვთისმშობელო, დაგვიფარე ჩვენ ცოდვილნი!“

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო „მსწაფლშემსმენელო“, მრავალ სასწაულთა მოქმედო, ათონის მთის სიწმიდეთა საუნჯეო, ყოვლადწმიდა სამების თაყვანისცემისა მასწავლელო, შევრდომით გევედრებით ჩვენ ცოდვილნი და უღირსნი ესე, მეოხ გვეყავ წინაშე ერთარსისა და სამგვამოვანისა ღმრთისა ჩვენისა, რათა შუამდგომელობითა შენითა ყოვლადსახიერმან სამებამან გარდამოგვივლინოს საღმრთო მადლი უძლურთა კურნებისა და ნაკლულევანთა აღვსებისა, სასიცოცხლო ძალთაგან დაშრეტილთა და უღონო ქმნილთა, ბოროტის მანქანებათაგან მრავალ გზის კვეთებულთა და გვემულთა, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა.

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, „მსწრაფლშემსმენელად“ წოდებულო, ევედრე სამებასა ყოვლადწმიდასა, უცვალებელსა, გამოუკვლეველსა, ერთღმრთეებად ქებულსა, ყოველთა არსებათა წამისყოფით დამბადებელსა, გარეშეუწერელსა, მართლმადიდებელთა მაცხოვნებელსა, რათა შუამდგომელობითა შენითა სამებამან ერთღვთაებამან გარდამოგვივლინოს შეცნობა და სწრაფვაჲ ზეციურისა მოქალაქობისა, სინანული უღმრთოისა ცხოვრებისა, ძლევაჲ საცდურთა სიმრავლისა, ძალი და შეწევნაჲ დაცემათაგან აღდგომისა და აღმართებისა, რამეთუ უკეთუ არა მსწრაფლშემწეობა შენი, ვითარ განვერნეთ ბოლო ჟამის მოძალებულ უსჯულოებათა ნიაღვარსა შინა დანთქმისა და წალეკვისაგან.

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, „მსწრაფლშემსმენელო“, ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩვენსა, შენდამი აღძრულ სასოებასა, შენდამი მოლტოლვილთა აღსარებასა, არამედ შუამავალ გვექმენ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, განუყოფელისა და დაუსრულებელისა, რათა მოიხილოს ჩვენზედა წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყვარებითა თვისითა, გარე წარაქციოს რისხვაჲ მარადის ჩვენზედა მომავალი და გვიხსნას ჩვენ სამართლად ჩვენზედა მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩვენ, რათა ყოველგან და ყოველსა ჟამსა ვადიდებდეთ სახელსა მისსა წმიდასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ამ ლოცვის გარდა წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და ლოცვა „პატიოსანი ჯვრისადმი“. ეს ლოცვები ყოველდღე 7-ჯერ თქვით, რომ რთული წუთები მაქსიმალურად მარტივად გადაიტანოთ. თქვენი ოჯახის, მეგობრების და ახლობლების მფარველობა შესთხოვეთ. თუ ლოცვის სიტყვებს გულწრფელად და რწმენით წარმოთქვამთ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. დახმარება მოულოდნელად მოვა, უბრალოდ უნდა ილოცოთ.