საშხაპე კაბინა სისუფთავით ბრწყინავს. ხალხური მეთოდები ნადების მოსაშორებლად

808

საშხაპე კაბინას აბაზანასთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს. დიდ ადგილს არ იკავებს და საკმაოდ მოდურია. პირდაპირ დანიშნულებას ასი პროცენტით ასრულებს. თუმცა აბაზანაზე მეტი მოვლა სჭირდება. კარსა და ქვესადგამზე ნადები ძალიან სწრაფად ჩნდება და მისი მოშორება რთულია. Paparazzi გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ საშხაპე კაბინა საყოფაცხოვრებო ქიმიის გარეშე.

სააბაზანო ოთახში სისუფთავის დაცვა ნადების დიდხანს და მტანჯველი მოშორებისგან დაგიცავთ. მთავარია, ყურადღება მიაქციოთ ყველა დეტალს, რომელსაც წყალთან კონტაქტი აქვს. თუ ძლიერი ჭუჭყი გაჩნდა, მათ მოსაშორებლად ეფექტური ხრიკი გამოიყენეთ.

როგორ გავწმინდოთ საშხაპე კაბინა ხალხური მეთოდებით

ლიმონმჟავის გამოყენებით – ნადების მოსაშორებლად უფრო ეფექტურ მეთოდს ვერ იპოვით. ხელნაკეთი საწმენდი საშუალება საშხაპე კაბინას ძველებურ ბზინვარებას დაუბრუნებს. 10 წუთში მზადაა. 1 ჭიქა წყალში 15 გ ლიმონმჟავა გახსენით. ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ და აურიეთ. მიღებული ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით. კარგად შეანჟღრიეთ. მზა საშუალება ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით და 5-7 წუთით გააჩერეთ. შემდეგ რბილი ღრუბლით გახეხეთ და წყლით ჩამორეცხეთ. ნადების კვალიც გაქრება.

ბონუს საშუალება – საშხაპე კაბინის გასაწმენდად სხვა ხალხური მეთოდებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. დიდი დრო არ დაგჭირდებათ. მათი დახმარებით ნადებს ბიუჯეტურად და მარტივად მოაშორებთ.

  • მეთოდი 1. სპირტი და წყალი 1:1 თანაფარდობით აურიეთ. ამ ხსნარით ჭუჭყიანი ზედაპირი გაწმინდეთ და სუფთა წყლით ჩამორეცხეთ.
  • მეთოდი 2. ახალი ჭუჭყის მოშორებას კბილის პასტით შეძლებთ. ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით. 2 საათით გააჩერეთ, შემდეგ სველი ღრუბლით კბილის პასტა მოაშორეთ.
  • მეთოდი 3. ობს და სოკოს აშორებს. სოდა ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით და 20 წუთით გააჩერეთ. ღრუბელი წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ და ზედაპირი გაწმინდეთ. დაელოდეთ, სანამ ნარევი გაშრება (ჩამორეცხვა საჭირო არაა).

ამ ხელნაკეთი საშუალებების გამოყენებით კირის ნადებს მოიშორებთ და საშხაპე კაბინას სისუფთავეს დაუბრუნებთ. რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს