კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ჩემი შვილიშვილები ღარიბების შვილებთან მეგობრობდნენ – მითხრა ერთმა მოხუცმა სათამაშო მოედანზე და ამან დამაფიქრა. გიამბობთ, რა მოხდა.
„ნაილე მქვია. მე და ჩემს მეუღლეს ერთი ვაჟი გვყავს. ცოტა ხნის წინ მე და სანდრო წავედით სათამაშო მოედანზე, რომელიც ჩვენს პარკში მოაწყვეს. იქ ძალიან კარგი საქვიშეა. სანდროს სათამაშოები მივეცი და ისიც სათამაშოდ გაიქცა. მოგვიანებით ერთი ბიჭი მიუახლოვდა და მასთან ერთად თამაში დაიწყო. სკამზე დაჯდომა და ჟურნალის წაკითხვა გადავწყვიტე. ჟურნალს ვკითხულობდი და თან შვილს ვუყურებდი.
მოგვიანებით ამ ბიჭის ბებია ჩემ გვერდით დაჯდა. ბიჭი 4 წლის იყო და ლევანი ერქვა. ბებიას ნატალი ერქვა. სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ. ბავშვების თემასაც შევეხეთ. განვიხილეთ, რომ ბავშვის გაზრდა რთული და ძვირია. არადა ბავშვს ბევრი რამ სჭირდება: კვება, ტანსაცმელი, სათამაშო, გართობა. ეს ყველაფერი ძვირი ღირს. ამაში სრულიად ვეთანხმები. უცებ ნატალიმ მითხრა; „ჩემს შვილს კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა ავუკრძალე. მას აქვს ფული ლევანისთვის და ყველაფრისთვის, რაც მას სჭირდება. აი, მეორე ბავშვის აღზრდას არ ეყოფა. რატომ გააჩინოს სიღარიბეში? აი, ამ სამ ბავშვს შეხედე.“
შევხედე ბავშვებს, რომლებიც არც თუ ისე კარგად ჩაცმულმა დედამ მოიყვანა. მის შვილებს ღარიბულად ეცვათ: სუფთა, მაგრამ არა ახალი ტანსაცმელი. სათამაშოც ცოტა ჰქონდათ, ის, რაც იყო, ძალიან ძველი და გატეხილი. „აი, რატომ გააჩინა ამ ქალმა ამდენი ბავშვი? გააჩინა, მაგრამ ნორმალურად უზრუნველყოფა არ შეუძლია. ეს როგორ შეიძლება? ნახეთ, რას აკეთებენ მისი ბავშვები: ჩემს შვილიშვილს სათამაშოს სთხოვენ! მას ასეთ ბავშვებთან თამაშს საერთოდ ვუკრძალავ. ჩემი შვილიშვილი ღარიბებს არ უნდა ელაპარაკოს. მათგან კარგს ვერაფერს ისწავლის!“
ამის მოსმენაზე ცოტა დავიბენი. არ მესმის, რატომ არ შეიძლება ღარიბ ბავშვებთან ურთიერთობა. ნუთუ სიღარიბე საშინელი დაღია? ნუთუ თუ ღარიბი ხარ, თქვენთან ურთიერთობა არავის ენდომება? რა უნდა გააკეთონ მათ, ვისაც საკმარისი ფული არ აქვს, რომ შვილს ყველაფერი აუცილებელი მისცეს? ნუთუ მაშინვე აბორტი უნდა გაიკეთოს, როგორც კი ორსულობის შესახებ გაიგებს?“