„თქვენი ქალიშვილი საავადმყოფოში ცოცხალი ვერ მიაღწევს. აქვე დაემშვიდობეთ“

0
9839

Paparazzi შთამაგონებელ ისტორიას გიზიარებთ.„ცოტა ხნის წინ ასეთი ამბავი დამემართა. სამსახურში ძალიან ვჩქარობდი. ჩემი დაგვიანება არ შეიძლება: სასწრაფო დახმარების ექიმად ვმუშაობ. სამსახურში დროულად რომ მივსულიყავი, ტაქსი გამოვიძახე. ტაქსი ძალიან სწრაფად მოვიდა. მანქანაში ჩავჯექი და მისამართი ვუთხარი. 5 წუთში ჩემმა ტელეფონმა დარეკა. დაქალი მირეკავდა. 5 წლის ტყუპი გოგოები ჰყავს. ავად გაუხდა და მაღალ ტემპერატურას ვერ აკლებს. ჩემთან დარეკვა და რჩევის კითხვა გადაწყვიტა. საჭირო რეკომენდაციები მივეცი. ვუთხარი, რა გაეკეთებინა და როგორ გაეკონტროლებინა სიტუაცია. გოგოებს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვე და ლაპარაკი დავასრულე. მოულოდნელად ტაქსის მძღოლმა მკითხა:

  • ექიმი ხართ?
  • დიახ, გჭირდებათ ჩემი დახმარება?
  • არა, მადლობა. უბრალოდ ერთ წელზე მეტია ყველა ექიმს უფასოდ ვატარებ.
  • ხუმრობთ თუ რაღაც სპეციალური პროგრამაა? ოღონდ ამის შესახებ არ გამიგია.
  • არა, ეს ჩემი პირადი ინიციატივაა. უბრალოდ 1 წლის წინ სასწრაფოს ექიმმა ჩემი ქალიშვილი გადაარჩინა. დიდი უბედურა დაგვემართა. დიდ ავარიაში მოვხვდით. ამ ექიმმა ჩემი ქალიშვილი გადაარჩინა.
  •  გაგიმართლათ. მაგრამ ეს ხომ ჩვენი სამსახურია, ადამიანის გადარჩენა. ამისთვის ხელფასს გვიხდიან.
  • რა თქმა უნდა, ასეა. მაგრამ ექიმმა, რომელმაც ჩემი ქალიშვილი გადაარჩინა, რაღაც პროტოკოლი დაარღვია. სხვა ექიმმა მითხრა, რომ ჩვენი გოგონა საავადმყოფომდე ცოცხალი ვერ მიაღწევდა. პირდაპირ ავარიის ადგილზე მასთან გამომშვიდობებაც მირჩია. შემდეგ კიდევ ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა და ამ ექიმმა ჩემს ქალიშვილს ოპერაცია ადგილზე ჩაუტარა. ამ ოპერაციის შემდეგ ქალიშვილს შუბლზე დიდი ნაიარევი დარჩა, მაგრამ ცოცხალია. გული დამწყდა, როცა გავიგე, რომ ექიმი, რომელმაც წესები დაარღვია, გაათავისუფლეს. ვცდილობდი, რომ სამსახურში აღედგინათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. დღემდე ვურთიერთობთ. ახლა თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და სასწრაფოში მოეწყო. უფალს მადლობას ვუხდი, რომ ჩემს ქალიშვილს სიკვდილის უფლება არ მისცა. მას შემდეგ ექიმებს უფასოდ ვატარებ. სხვადასხვა ექიმი არსებობს, მაგრამ ერთ–ერთმა ჩემი ქალიშვილი გადაარჩინა, ამიტომ არავის გავკიცხავ. ამის უფლება არ მაქვს. ახლა ექიმებიდან ფულს საერთოდ არ ვიღებ.

მძღოლთან არ მიკიმათია. არა იმიტომ, რომ ფულის დაზოგვა მსურდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემი კოლეგის საქციელით ძალიან ვამაყობდი. მან ბავშვის სიცოცხლე ყველაფერზე მაღლა დააყენა და მართალიც იყო: გარისკა და ბავშვი გადაარჩინა. მის ადგილზე ზუსტად ასე მოვიქცეოდი. ტაქსის მძღოლს მადლობა გადავუხადე და სამსახურში გავიქეცი ჩემი მოვალეობის შესასრულებლად და ხალხის გადასარჩენად“