დედაჩემის ბრალია, რომ ახლა შვილების ყოლა არ შემიძლია

0
1375

რა თქმა უნდა, ყველა დედა ოცნებობს, რომ მისი შვილები კარგად იყვნენ, მაგრამ ხშირად მშობლები საყვარელი შვილების ცხოვრებას ანგრევენ. ასე დაემართა ელზას. ის სამშობიარო სახლში გავიცანი, როცა მეორე ქალიშვილს ვაჩენდი. ჩემთან პალატაში იწვა გოგონა, რომელსაც ელზა ერქვა და 19 წლის იყო. სულ ბინტებში იყო გახვეული.

როცა ყველასთან ბავშვები მოჰყავდათ, მასთან არავის არავინ მოჰყავდა. ადგომა და სიარული უჭირდა. ერთმა ექთანმა მითხრა, რომ ელზას რთული მშობიარობა ჰქონდა, ბავშვი ნაადრევად დაიბადა და 4 საათში დაიღუპა. თავად ელზა ძლივს გადაარჩინეს. ელზას შვილები აღარ ეყოლება. ექიმები იძულებულნი იყვნენ, რომ საშვილოსნო ამოეჭრათ. როცა ამის შესახებ გავიგეთ, ვცდილობდით, პალატაში ნეიტრალურ თემებზე გვესაუბრა, რომ მისთვის ტკივილი არ მიგვეყენებინა. რამდენიმე დღის შემდეგ ელზამ ყველაფერი თავად გვიამბო.

როცა 15 წლის იყო კოტესთან შეხვედრები დაიწყო. 16 წლისას დაორსულდა. კლასელები იყვნენ. ძალიან შეეშინდათ, როცა ელზას ორსულობის შესახებ გაიგეს. მშობლები საერთოდ შოკში იყვნენ, როცა ქალიშვილის ორსულობაზე გაიგეს. ეს ყველაფერი 90-იან წლებში ხდებოდა. მაშინ ეს იშვიათი იყო და სირცხვილად ითვლებოდა როგორც გოგოსთვის, ასევე მშობლებისთვის. არადა ელზა წესიერი ოჯახიდან იყო. ერთადერთი ქალიშვილი იყო და სკოლაში კარგად სწავლობდა.

ვინაიდან ელზა და კოტე ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, გადაწყვეტილება მშობლებმა მიიღეს. ბავშვის მოშორება გადაწყდა. ელზას მშობლები ოცნებობდნენ, რომ მის ქალიშვილს უნივერსიტეტში ესწავლა და პრესტიჟული პროფესია მიეღო. კოტეს მშობლებსაც შვილზე მსგავსი გეგმა ჰქონდათ. აი, ბავშვი ყველაფერს გააფუჭებდა.

ელზას დედამ გადაწყვეტილება მიიღო: ბავშვი არ უნდა დაიბადოს. ოღონდ აბორტის დრო უკვე გასული იყო. ხელოვნური მშობიარობა გადაწყდა. 6,5 თვეში ამშობიარეს. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. ვერავინ გაიგო. სკოლა მშვიდად დაასრულეს. ორივემ სწავლა გააგრძელა და ერთმანეთს ისევ ხვდებოდნენ. 18 წლისას დაქორწინება გადაწყვიტეს. ახლა მშობლები წინააღმდეგი არ იყვნენ და მალე შეუღლდნენ. ელზა დაორსულდა. ისინიც და მათი მშობლებიც ძალიან ბედნიერები იყვნენ. ორსულობა ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ზუსტად 6,5 თვეში ნაადრევი მშობიარობა და ძლიერი სისხლდენა დაეწყო. ბიჭი ნაადრევად და პატარა წონით დაიბადა. ექიმები იძულებულნი იყვნენ, რომ ელზასთვის საშვილოსნო ამოეჭრათ. ახლა შვილების ყოლას ვეღარ შეძლებს.

ჩვენი პალატა პირველ სართულზე იყო, ამიტომ ნათესავებს ფანჯრიდან ვესაუბრებოდით. ელზას დედაც ვნახეთ. ძალიან ლამაზი და მოვლილი ქალი იყო. გავიგონეთ, როგორ უთხრა ელზას:

  • ვწუხვარ, რომ 3 წლის წინ ასეთი საშინელი შეცდომა დავუშვი. ახლა უკვე ვერაფერს შევცვლი.

ელზა მისი სიტყვების შემდეგ დიდხანს ტიროდა. არ ვიცოდით, როგორ გვენუგეშა.შემდეგ სამშობიაროდან გამწერეს და არ ვიცი, როგორ წარიმართა მისი ცხოვრება. ზოგჯერ ელზას დედაზე ვფიქრობ. როგორ ცხოვრობს იმის გააზრებით, რომ მის გამო მისი ქალიშვილი შვილების ყოლას ვეღარ შეძლებს? კარგად ძინავს ღამე თუ მაინც დანაშაულის გრძნობა ტანჯავს?