აი, ასე თავისებურად მოიქცა ოთხი თვის ბავშვის დედა, რომელიც მასთან ერთად თვითმფრინავით მიფრინავდა. მან თვითმფრინავის ყველა მგზავრს საჩუქრები დაურიგა თავისი შვილისაგან.ეს საოცარი ამბავი შეემთხვათ მგზავრებს, რომლებიც სეული – სან-ფრანცისკოს რეისით აპირებდნენ გაფრენას. ფრენის დრო ძალიან ხანგრძლივია: ათი საათი, რადგან თვითმფრინავმა წყნარ ოკეანეს უნდა გადაუფრინოს.
როდესაც ყველმა მგზავრმა საკუთარი ადგილი დაიკავა, ქალი ახალშობილით ხელში ყველა მგზავრს მიუახლოვდა და თითოეულმა მგზავრმა მისგან პატარა შეფუთვა მიიღო.იცით, რა იყო იმ შეფუთვაში? იქ იყო ყურსასმენები, წერილი და კანფეტები.
აი რა ეწერა წერილში:
“გამარჯობა, მე ჯუნვო მქვია. მე მხოლოდ ოთხი თვის ვარ და ცხოვრებაში პირველად მივფრინავ თვითმფრინავით. ჯერ არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ ჩაივლის: ვიტირებ თუ არა და რამდენად ძლიერ ვიხმაურებ. თუ ამას გავაკეთებ, იცოდეთ, რომ ამას სიბოროტით არ ვაკეთებ. მარტო არ მივფრინავ, დედასთან და ბებიასთან ერთად. ვეცდები, რომ კარგად მოვიქცე, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, მაშინ ნუ გამიბრაზდებით. უბრალოდ ყურსასმენები გამოიყენეთ და კანფეტი მიირთვით. მაპატიეთ და სასიამოვნო ფრენას გისურვებთ!”
ბავშვის დედის ეს ჟესტი ყველა მგზავრმა მოიწონა. მართალია, ბიჭუნა ფრენის დროს ძალიან კარგად იქცეოდა და ერთხელაც არ უტირია, მაგრამ შეთავაზებულ კანფეტებზე უარი არავის უთქვამს.
თვითმფრინავის ძალიან ბევრმა მგზავრმა ამის შესახებ ინტერნეტში დაწერა. ყველას ძალიან მოეწონა ის, რომ ბავშვის დედა ასე სერიოზულად მიუდგა პატარა ბავშვთან ერთად ფრენას. ეს ძალიან იშვიათად ხდება. იმ თვითმფრინავში ძალიან ბევრი მგზავრი იყო – 200 ადამიანი. ყველა მათგანმა მიიღო შეფუთვა წერილით, ყურსასმენებით და კანფეტებით.