საზრიანი დიასახლისები ყინულის კუბებს სარეცხ მანქანაში აგდებენ

357

რეცხვის პროცესი შთამაგონებელი ნაკლებად არის. უფრო ერთ–ერთი საოჯახო საქმეა, რომელიც უბრალოდ უნდა შეასრულოთ. იგივე ნივთების დაუთოებას ეხება. ჩემთვის ეს უფრო უარესია. რაღაცის კეთების სურვილის არ ქონა იწვევს იმას, რომ ადამიანი იგონებს, როგორ აარიდოს თავი. ასე მოხდა დაუთოების და რეცხვის შემთხვევაში. საზრიანმა ხალხმა უკვე მოიფიქრა, როგორ აარიდოს თავი ნივთების დაუთოებას. Paparazzi ერთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ მეთოდს გთავაზობთ.

რეცხვის პროცესი – თუნდაც არ აღიარებდეთ ფაქტს, რომ დაუთოება არ მოგწონთ, დარწმუნებული ვარ, სადღაც მთა დაჭმუჭნულ ნივთებს მალავთ. არ გკიცხავთ, არამედ გიამბობთ, როგორ მოაგვაროთ. მარტივი ხრიკით უთოს ხელში დაჭერა იშვიათად მოგიწევთ. გარეცხილ ნივთებს დაუთოება რომ არ დასჭირდეს, დაიცავით მარტივი წესები:

  1. აირჩიეთ რეცხვის რეჟიმი გაწურვით ყველაზე დაბალ სიჩქარეზე. უმჯობესია, რომ თეთრეული უფრო დიდხანს გააშროთ, სამაგიეროდ ასეთი დაჭმუჭნული არ იქნება. ნაკეცებს ადვილად გაასწორებთ.
  2. გარეცხილი ნივთები სარეცხი მანქანიდან მაშინვე გამოიღეთ. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო დაჭმუჭნული გახდება.
  3. სანამ ტანსაცმელს გასაშრობად გაიტანთ, კარგად დაფერთხეთ. ასე ნაკეცების გასწორებას შეძლებთ.

ეს საკმაოდ თვალსაჩინო წესებია. არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის. რას იყენებთ ჩვეულებრივ ტანსაცმელზე ნაკეცების გასასწორებლად? სწორია, ორთქლს! იგივე პირდაპირ სარეცხ მანქანაში შეგიძლიათ გააკეთოთ. ამისთვის რამდენიმე ყინულის კუბი პირდაპირ სარეცხ მანქანას რეცხვამდე დაუმატეთ. სცადეთ და გაოცდებით, რომ მუშაობს!

თუ პროცესის შემდეგ ტანსაცმელზე ნაკეცები მაინც დარჩა, უთოს გარეშე შეგიძლიათ გაასწოროთ. რჩევა იმ შემთხვევისთვის, თუ უთო არ გაქვთ. უბრალოდ წყლით დაასველეთ. თუ დაჭმუჭნული ტანსაცმლის სწრაფად მოწესრიგება გსურთ, ფენი გამოიყენეთ. ოდნავ დანამეთ და ფენით გააშრეთ. თითქმის ისეთია, როგორც დაუთოების შემდეგ! თუ დილით ახალი ბლუზი გჭირდებათ, საღამოს ცხელი შხაპი მიიღეთ და საჭირო ნივთი ღამით სააბაზანო ოთახში დატოვეთ. ორთქლი ნაკეცებს გაუმკლავდება. იმედი გვაქვს, ამ მარტივი რჩევების გამოყენებით რეცხვის პროცესი გამარტივდება და სასიამოვნო გახდება.